მოგეხსენებათ, "მაკლარენის" ესპანელ პილოტს ახლახან ბარსელონაში გამართულ ტესტებზე ავარია შეემთხვა, რის გამოც ოთხი დღე საავადმყოფოში გაატარა.
რაც შეეხება ამ შემთხვევაში მისი მეგობარი ქალის მონაწილეობას, ამბავი მოდელისა და სპორტული ჟურნალისტის მიერ ავარიის წინა დღეს "ინსტაგრამში" გამოქვეყნებულ, ერთი შეხედვით, უწყინარ სურათს ეხება - ერთი კექსი მეორეს ყავიან თუ რძიან ჭიქაში აგდებს.
ზედ გაკეთებული წარწერა კი მოგვიწოდებს: "იმოქმედე! ნუ გეშინია დარტყმის განხორციელების!"
და აი, მეორე დღეს ალონსო
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობაა, მაგრამ სახუმაროს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ იმ ფოტოგალერეას, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ - ლარა ალვარესი ისეთი ქალია, მისი გულისთვის პატარა ავარიაში მიღებულ მცირე დაჟეჟილობაზე ბევრი მამაკაცი რომ არ იტყოდა უარს.