უწყების ინფორმაციით, აზმაიფარაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, მთავრობის წევრებს კი აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე აცნობა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და შესაბამისად, ამ თანამდებობაზე ვეღარ დარჩებოდა.
16 მარტს, სამინისტროში ზურაბ აზმაიფარაშვილის გაცილების ცერემონია გაიმართება. ვინ დაიკავებს პირველი მოადგილის თანამდებობას, ამ დროისთვის უცნობია.