ვაჟა სიმონიშვილს, როგორც არჩილ გოგელიას პრემიის პირველ ლაურეატს, სამახსოვრო სიგელი გადაეცა.
როგორც პრემიის დაწესების ინიციატორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ განაცხადა, პრემია ითვალისწინებს წლის საუკეთესო სპორტული ჟურნალისტის გამოვლენას, რომელიც არჩილ გოგელიას პრემიის ლაურეატი გახდება.
"პირველი რჩეული
არჩილ გოგელიამ ჟურნალისტური საქმიანობა სპორტული ჟურნალისტიკიდან და გაზეთ "ლელოდან" დაიწყო. ამასთან, ვეტერანმა სპორტსმენმა და ფილოლოგმა, XX საუკუნის ბოლო მეოთხედის დასაწყისში, სათავე დაუდო პოლიგრაფიულ სიახლეებს, როცა ჯერ ჟურნალ "მართვეს", შემდეგ მიყოლებით ჟურნალ "სკოლა და ცხოვრებას", გაზეთებს - "ლელოს" და "თბილისს", მის მიერვე დაარსებულ "დრონს" რედაქტორობდა.
ყოფილი ლელოელი იყო აგრეთვე საქართველოს ინფორმაციის მინისტრი, პარლამენტის წევრი, ტელე-რადიო მაუწყებლობის თავმჯდომარე. სპორტულ თემაზე გამოსცა წიგნები: "მუშკეტერები", "ასეთია სპორტული ცხოვრება". 2004 წლიდან არის საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.
"ინტერპრესნიუსი"