სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს?

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს, 29 აპრილს, 12.00 საათზე ლევან ყიფიანი პრესკონფერენციას გამართავს. რა იქნება პრესკონფერენციის თემა, ამას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე, ელგუჯა ხოკრიშვილის გარდა, ლევან ყიფიანზეც იყო საუბარი.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრეტენზიებზე, რომლებიც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მისამართით აქვს.

არსებული
ინფორმაციით, 28 აპრილს ყიფიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა და ითქვა, რომ თუკი კომიტეტის პრეტენზიები და უკმაყოფილების მიზეზები ობიექტურია, ის უნდა გამოსწორდეს ან მინისტრმა დაასაბუთოს, რომ ხარვეზები, რომელთა თაობაზეც პარლამენტის კომიტეტი საუბრობს, არ არსებობს.

ლევან ყიფიანის გადადგომის შემთხვევაში, ის იქნება მეშვიდე მინისტრი, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, მთავრობა პარლამენტში ნდობისთვის 1/3-ის შეცვლის შემდეგ შედის. შესაბამისად, თუკი მთავრობაში ელგუჯა ხოკრიშვილის შემდეგ კიდევ ერთი მინისტრი, ანუ მეშვიდე მინისტრი შეიცვლება, მთავრობა პარლამენტში ნდობის მისაღებად შევა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არც უნდა მოსულიყო საერთოდ. კაცმა დომენტა/არველაძეებს ვერ მოერია. ფუი.
domenti
10:02 29-04-2015
0

სიახლეები პოპულარული