
როგორც შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ლევან ყიფიანის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა მოამზადა, რომელიც რეაგირებისთვის პრემიერ-მინისტრს გადაეგზავნა.
ხაბარელის თქმით, სპორტის კომიტეტი პრემიერს ლევან ყიფიანის შემცვლელს არ შესთავაზებს, თუმცა საკითხის განხილვა ერთობლივად მოხდება.
წყარო: interpressnews.ge