პრემიერ-მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის მინისტრად წარადგინა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ტარიელ ხეჩიკაშვილი წარადგინა.

კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ – პარლამენტს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთხვევაში ხელახალი ნდობის მიღება სჭირდება.

ხეჩიკაშვილი ბიზნესით და ამავდროულად, სპორტული სფეროთი დაკავებული პირია. ფლობს საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს".

შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობა ცოტა ხნის წინ ლევან ყიფიანმა დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდებული კაცი ედგა ჩვენს სპორტს სათავეში (ლევანს ვგულისხმობ) და არ დააყენეს. სად პოულობენ ამ ადამიანებს?
-მგონი ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ხელისუფლება წინაზე არანაკლები არამზადები არიან!
shoda
10:45 01-05-2015
0
იმედია ტარიელი ფეხბურთს მიხედავს ჯერ!!!
alfonsi
10:48 01-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული