ფოიერვერკის დროს მიხეილ მესხის სტადიონის ტრიბუნას ცეცხლი გაუჩნდა

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის ბოლოს მცირე ინციდენტი მოხდა.

ფოიერვერკის დროს მთავარი სცენის უკან მდებარე ცარიელ ტრიბუნას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ტრიბუნის ნაწილი დაიწვა. შედეგად არავინ დაშავებულა.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს.
გარდა ამისა, ფოიერვერკის ნაპერწკლების ნაწილი გულშემატკივრით სავსე ერთ-ერთი ტრიბუნაზე დაეცა, რის გამოც გულშემატკივრები იძულებულნი გახდნენ გვერდითა ტრიბუნაზე გადაენაცვლათ.

წყარო: interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
უფრო გრანდიოზულადაც შეიძლებოდა......
svani_7
22:34 26-07-2015
0

სიახლეები პოპულარული