თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასკვნით დღეს ქართველ ძიუდოისტებს მორიგი მედლების მოპოვების კარგი შანსი აქვთ.
90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალშია გასული ონისე სანებლიძე, ხოლო მძიმე წონის ნახევარფინალში - გელა ზაალიშვილი. სხვათა შორის, ორივე ეს ძიუდოისტი ცოტა ხნის წინ გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
სანებლიძემ პოლონელ ერიკ რიცკიაკსა და სერბ სტეფან მიჩიჩს იპონით მოუგო და ფინალის საგზურისთვის უკრაინელ ოლეკსი ბაბენკოს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ზაალიშვილს, მან ესპანელ დავიდ სანდსტრომს, სლოვენიელ ენეი მარინიჩსა და ბელორუს იახორ კუხარენკას
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც დღეს დასრულდება, საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 8 მედალია - 3 ოქროს და 5 ბრინჯაოს. აქედან 7 ძიუდოისტთა მონაგარია.
"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015