"მასტერქარდმა" 11 ქართველ ბავშვს უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა

AutoSharing Option
"მასტერქარდმა" 11 ქართველ ბავშვს უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა - უეფას 2015 წლის სუპერთასის ფინალურ მატჩზე თბილისში 11 საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად მოედანზე დადგომის შანსი.

2015 წლის მაისის ბოლოს "მასტერქარდის" მიერ საქართველოში დაწყებული ეროვნულ სარეკლამო კამპანიის შედეგებზე დაყრდნობით, 11 ქართველ ბავშვს წილად ხვდა უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა - მშობლებთან ერთად 2015 წლის უეფას სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასწრების და სტადიონზე მისი ყურების შანსი.

თბილისი - 13 აგვისტო, 2015 წ. – "მასტერქარდი" აცხადებს, რომ 11 ბავშვი საქართველოდან მიიღებს შანსს, დაესწროს უეფას სუპერთასის ფინალურ
მატჩს, რომელიც გაიმართება 11 აგვისტოს თბილისში და მათ მიეცემათ შეუფასებელი შესაძლებლობა, მოედანზე დადგნენ ორი ესპანური გუნდის: "ბარსელონასა" და "სევილიის" 11 საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად.

ეს ბავშვები შეირჩნენ "პირველი 11 იღბლიანი ქართველი 2015 წლის უეფას სუპერთასზე" ეროვნული სარეკლამო კამპანიის შედეგად, რომელიც დაიწყო 2015 წლის 30 მაისს "მასტერქარდის" მიერ.

Sportall.Ge

როგორც უეფას სუპერთასის საპატიო და ოფიციალური სპონსორი, "მასტერქარდი" მსგავს კამპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს, თუმცა ამჯერად ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში "მასტერქარდის" მფლობელებს მიეცათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ მსგავს აქციაში.

სარეკლამო კამპანია მიმდინარეობდა 2015 წლის 30 მაისიდან 15 ივლისამდე ყველა სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, სადაც "მასტერქარდის" მფლობელებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გადაეხადათ პოს-ტერმინალის ან ინტერნეტის მეშვეობით. ყოველი ტრანზაქცია ავტომატურად ხდებოდა ლატარიის ბილეთი, რომელიც აძლევდა ბარათის მფლობელს მატჩის ბილეთის მოგების შეუფასებელ შესაძლებლობას უეფას სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრებად, მისი ბავშვისთვის კი ეს იყო შანსი, მსოფლიოს ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე გამოსულიყო.

Sportall.Ge

ლატარიის შედეგად 27 ივლისს გამოვლინდა 11 იღბლიანი გამარჯვებული, რომელთა შვილებს წილად ხვდათ ბედნიერება, გამხდარიყვნენ ფეხბურთელების ესკორტი, რათა მოედანზე მათთან ერთად გამოსულიყვნენ. გამარჯვებულთა პაკეტი შეიცავდა 2 ბილეთს უეფას 2015 წლის სუპერთასის ფინალურ მატჩზე (1 ბილეთი ბარათის მფლობელისათვის და 1 ბილეთი შვილისათვის) და ბავშვისათვის შეუფასებელ გამოცდილებას - თამაშის გახსნის ღონისძიებაზე გასულიყო მოედანზე საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად.

"მასტერქარდი" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომავალი თაობისათვის განკუთვნილ პროექტებს და მათი ინიციატივით მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ბავშვმა უკვე მიიღო შეუფასებელი გამოცდილება, გასულიყო მოედანზე საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად, თუმცა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ ფეხბურთელთა თანმხლები პირები.

Sportall.Ge

"მასტერქარდის" სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის რეგიონალური მენეჯერი, ჰაკან აჯარი აცხადებს: "მოხარულები ვართ, განვაცხადოთ, რომ საქართველოში ჩატარებული პირველი ეროვნული სარეკლამო კამპანია წარმატებული აღმოჩნდა და მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ასევე ძალიან მოხარულები ვართ, როდესაც ვაკვირდებით ქართველი გამარჯვებულების გამოხატულ ემოციებს მოედანზე; მათთან ერთად ჩვენც ვიზიარებთ ამ შეუფასებელ მომენტებს".

®
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული