ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2:1) უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. ასეთ მოთამაშეებს ბევრის მიღწევა შეუძლიათ, თუ დაუღალავად იშრომებენ.

სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი დღევანდელი გამარჯვება. პირველ ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, თუმცა მეორეშიც გვქონდა ანგარიშის გაზრდის შანსები.

დავინახე გუნდის მებრძოლი ხასიათი და გამოჩნდა ისიც, რომ გამარჯვებები გვშია".

- რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული