დღის წესრიგი შედგებოდა 4 ძირითადი საკითხისგან:
1. სეოკ-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული მუშაობის ანგარიში;
2. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"- ის შედეგების შეჯამება;
3. ზაფხულის XXXI-ე ოლიმპიური თამაშებისათვის მზადება;
4. სხვადასხვა.
სესიის საპატიო სტუმრები იყვნენ: თბილისის მერი ბატონი დავით ნარმანია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული
სეოკ-ის გადაწყვეტილებით, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებულია მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. მას გადაეცა ფულადი ჯილდო, რიო 2016 თამაშებში მონაწილეობის მოწმობა და სხვადასხვა სუვენირები.
ყურადღების გარეშე ბუნებრივია არ დარჩენილან ოლიმპიურ ფესტივალში წარმატებული ქართველი სპორტსმენები. ლერი ხაბელოვმა, ნინო სალუქვაძემ, შოთა ხაბარელმა ახალგაზრდა სპორტსმენებს სპეციალურად ფესტივალისთვის ეროვნული ბანკის მიერ მოჭრილი ვერცხლის მონეტები და სუვენირები გადასცეს.
ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის მომზადებასა და ჩატარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის ბატონმა ლერი ხაბელოვმა საქართველოს ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა ქ. თბილისის მერი ბატონი დავით ნარმანია, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ალექსი ახვლედიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი , ხოლო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ბატონმა ელგუჯა ბერიშვილმა ოლიმპიური ორდენი გადასცა ბატონ ლერი ხაბელოვს - სეოკ-ის პრეზიდენტს.
საქართველოს ოლიმპიური მედლით დაჯილდოვდნენ ასევე "თბილისი 2015"-ის თანამშრომლები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებაში.
ასევე დაჯილდოვდა წლის წარმატებული 6 მწვრთნელი: მინდია ბოდაველი, გია თენაძე, ირაკლი უზნაძე, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ასანიძე, თამაზ ფუტკარაძე.
მომზადებულია სეოკ-ის მიხედვით