საქართველოს ყოფილი პარლამენტარი: მესი, ფაქტობრივად, სომეხია

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ვან ბაიბურთმა გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფეხბურთელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.

- რაკი ხალისი ახსენეთ, ერთი ამბავი უნდა გაგახსენოთ. თქვენ რამდენიმე წლის წინ გვითხარით, რომ რონალდინიოს ბიცოლა არგენტინელი სომეხია და რონალდინიოს ძალიან უყვარს მისი მომზადებული ტოლმა. ეს გამონათქვამები დღემდე პოპულარულია, ჰოდა, ბიცოლას გვარს ხომ ვერ გვეტყვით?
- ბიცოლას გვარი არ ვიცი, მაგრამ ახალ ამბავს გეტყვით. რონალდინიოს ძმიშვილი სომეხს გაჰყვა ცოლად. სიძე ახალქალაქიდან არის წარმოშობით.. როგორც ამბობენ, პატარძალი ცოტა შავტუხაა.
არა უშავს, არც სიძე არ არის თეთრი.

როგორც მეუბნებიან, დიდი ქორწილი გადაიხადეს და მას კიმ კარდაშიანიც ესწრებოდა. ისიც მითხრეს, რომ მათ შეუღლებაში კარდაშიანის თითიც ურევია. ისე, ნუ გიკვირთ ხოლმე, რომ ცნობილებს სომხებთან ნათესაური კავშირი აქვთ. სომხები მთელ მსოფლიოში არიან მოდებულნი. შესაძლოა, კიდევ რომელიმე ვარსკვლავის ბიცოლა იყოს სომეხი.

სხვათა შორის, წლების წინ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში 2 სომეხი თამაშობდა. მაშინ საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. არც ვარსკვლავები გვაკლია. არ გამიკვირდება, სხვა ვარსკვლავებსაც რომ ჰქონდეთ სომხური ფესვები.

- მაგალითად, ვის შეიძლება ჰქონდეს სომხური ფესვი?
- ძალიან მინდა ასეთი კავშირები მესისთან ვიპოვო, მაგრამ არაფერი გამომდის. მესი სომხურად არაფერს ნიშნავს.

- არც მისი სახელი გეუბნებათ არაფერს?
- რა ჰქვია ამ მესის? მითხარით და ვნახოთ.

- ლიონელი.

- ეს უკვე საინტერესოა. ლიონში ბევრი სომეხი ცხოვრობს. ეტყობა, ამ მესის მამას რაღაც კავშირი აქვს აქაურობასთან და ამიტომაც დაარქვა შვილს ასეთი სახელი. მესიც, ფაქტობრივად, სომეხია. დიდი მადლობა მინდა გითხრათ "ახალ თაობას", რომ ასეთი ვარსკვლავი გვაჩუქეთ სომხებს.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა გაზეთ "ახალი თაობის" პირველი მარტის გამოშვებაში შეგიძლიათ იხილოთ.
მკითხველის კომენტარები / 34 /
Vex kaco Leo nagdi somexia ver xedavt rogor atyuebs xalxs?
nika
31 მარტი 2016 09:28
0
მესი სინამდვილეში ლევონ მოვსესიანია ალბათ
ნიკოლოზ
29 მარტი 2016 19:06
0
სომხური ოცნება
jora
20 მარტი 2016 20:30
0
წარმოშობით ლენინაკანელი სომეხია ტოო,მაგის პაპა გიტლერის ზაპოჟნიკი იყო და იმასთან ერთად პადვოდნი ლოტკით არგენტინაში გაიქცა.მარადონასთანაც დაახლოებით მსგავსი პონტია რა,მაგრამ ზუსტათ არ ვიცი და ხომ არ ვიმეტიჩრებ ტო.
duda
15 მარტი 2016 11:29
0
ისე კი გვანან ერტმანეტსს.სხვატა სჰორის ამის ბიცჰმა გაატკვა საქარტველოო,ამის სჰვილი მუსჰაობდა აეროპორტსჰი და დაკარგული ნივტების და ცჰამორტმეული ნივტების რაგაც განკოპილების უპროსი იკო ცარმოიდგინეტ სიტუაციააა.
kukuri
12 მარტი 2016 10:28
0
bebe-ს. რა მაგარი აცრილი ხარ იუმორზე!!! რა დააშავე ასეთი ტო. რატომ აგცრეს?
akim
10 მარტი 2016 18:15
0
სადაც წახვალთ, (ვითომ) რომ მაგრები ხართ, თქვენს მიწაზე რა გემართებათ ჯიგარ? გყოლიათ ,,არარატში" ერთი ცნობილი ფეხბურთელი? ან სომხეთის ნაკრებში? ახლა გამახსენდა _ ცხონებულ მუხრან მაჭავარიანს ჰკითხა ერთმა სომეხმა, საშუალო პოეტმა, (აბა მაგარი მაგათ არ ჰყავთ) ილია ჭავჭავაძე კარგი იმიტომ იყო, დედა ჰყავდა სომეხიო, მუ ხრანმა უთხრა, შენ დედაც სომეხი გყავდა და მამაც, რატომ არაფერი სიკეთე მოგაგო უფალმაო.
bebe
10 მარტი 2016 10:16
0
გიქებ იუმორს ბატონო ვან! ნეტავ ყველა სომეხი თქვენსავით უდგებოდეს ამ თემებს!
jiji
08 მარტი 2016 10:25
0
ლუდვიგ ვან ბაიბურთი --- ისე ქართველები რო აღშფოთდით არგენტინელზე თქვა ქართველზე ხომ არა, მესი თქვენი დასაცავი რატო გახდა ან რატო გშურთ.....?!
ბეთჰოვენი
07 მარტი 2016 14:53
0
მესის სომხობაზე არაფერი მსმენია,მაგრამ დანამდვილებით ვიცი ,რომ პელე, ეუსებიო და იშტოიანი სომხები არიან!!!!
კარლო
04 მარტი 2016 11:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული