22 აპრილს გამართულ ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით რუს ნატალია პოგონინას დაუზავდა და 8,5-ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.
ჩემპიონატზე გადამწყვეტი წინა, მე-10 ტური აღმოჩნდა, რომელშიც ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით პოლონელი მონიკა სოცკო დაამარცხა, 8 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა და მთავარ კონკურენტ რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას ნახევარი ქულით გაუსწრო. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში თავისი შეხვედრა ყაიმით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ნანა პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება შესძლო.