მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა გალელი ბაადურ ჯობავა. შეგახსენებთ, რომ მან ზედიზედ ორი მეტოქე დაამარცხა - აზერბაიჯანელი ნამიგ გულიევი (2:0) და პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი (1,5:0,5), მესამე წრეში კი რუს დმიტრი იაკოვენკოსთან წააგო (0:2) და ასპარეზობას გამოეთიშა.
თასის გათამაშებაში სენსაციურად მიიწევს წინ უნგრელი ქალბატონი იუდით პოლგარი. ვაჟთა შორის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა ოთხი მოჭადრაკე მამაკაცი ჩამოაცილა კვარცხლბეკისკენ მიმავალ ბილიკებს:
მესამე წრეში ასეთივე ანგარიშით სძლია ტურნირის რეიტინგფავორიტ სერგეი კარიაკინს (რუსეთი), მეოთხეში კი კიდევ ერთი კუბელი შეიწირა - ლეინერ დომინგესი, საამისოდ მას 8 პარტიის თამაშმა მოუწია. საბოლოოდ 4,5:3,5 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში რუს პიოტრ სვიდლერს დაუპირისპირდება. მე-5 წრეში ასევე ითამაშებენ: რუსლან პინომარიოვი (უკრაინა)-ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა)-თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი), დავიდ ნავარა (ჩეხეთი)-ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"