სასიამოვნოა, რომ 18-წლამდელ ვაჟთა შეჯიბრებაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა ზურაბ ჯავახაძემ (რეიტინგი - 2363), რომელმაც შავი ფიგურებით 44-ე სვლაზე ანგელ ლოპეს არიბასი დაამარცხა, არადა, ესპანელს რეიტინგში 77 პუნქტით ჩამორჩება.
ამავე ასაკში შვედმა ნილს გრანდელიუსმა (2536) თურქ ბურაკ ფირატს სძლია და 4 ქულით ჯავახაძესთან ერთად მეწინავეობს. დღეს სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ოქროსთვის პაექრობაში ეს პარტია, შესაძლოა, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.
18-წლიან გოგონებში ნახევარი ქულა დათმო მერი არაბიძემ -
ქართველთაგან გათამაშების ცხრილში მე-4 ქულა ჩაიწერა თამარ ესაძემ.შავი ფიგურებით მან რუმინელი ელენა ბობოჩი 55-ე სვლაზე დააშამათა და რვაწლიანებში ერთპიროვნულად ლიდერობს. საერთოდ, გუშინდელი ტური ჩვენებისთვის წარმატებული გამოდგა - 29 პარტიიდან 20 მოიგეს და 4 ყაიმით დაამთავრეს.
მე-4 ტურის შედეგები:
8-წლიანები: ელენა ბობოჩი-თამარ ესაძე (3) 0:1, ნინო დახუნდარიძე (1,5)-ქსენია სტრუკოვა 0.5:0.5, ლეონ პაიკენი-ნიკოლოზ კაჭარავა (2) 0:1.
10-წლიანები: ელენე კოსტავა (2,5)-კიგდემ ონური 0:1, მაილის რაგოთი-გვანცა მარგველაშვილი (2) 1:0, ფარიდ ასლანოვი-ლუკა ობოლაძე (1,5) 0.5:0.5, ნიკოლაი კალინცოვი-ნიკოლოზ პეტრიაშვილი (1) 0:1, სტეფან ჯოტანოვიჩი-მათე თოდაშვილი (1) 0:1.
12-წლიანები: სიმონა ლაკინსკა-ნატა ჯიბუტი (2,5) 0:1, ანასტასია პროტოპოპოვა-თეა ჭოლაძე (2) 0.5:0.5, ნინო დახუნდარიძე (2)-ალექსანდრე ივკოვიჩი 0:1, სარა ნაუსი-ნინო ჯალაღონია (1) 0:1; თეო ტომულიჩი-ირაკლი ახვლედიანი (1) 0:1, ლუკა ლიჩელი (0,5)-ანატოლი სოფიჩუკი 1:0.
14-წლიანები: ნინო ხომერიკი (1,5)-ბორიანა პეტროვა 1:0, მარიამ ჭოლაძე (1,5)-სოფია სილვა 1:0, მაია მუმლაძე (0)-ანა მალოვა 0:1, ანა თედიაშვილი (0)-ქრისტინა ესპინოზა 1:0; ნიკა ღვამბერია (2)-ელხან ბაირამოვი 1:0, იონელ ბარბული-ნოე თუთისანი(1) 0:1.
16-წლიანები: ანა ივანოვი-ანა შამათავა (2) 1:0, კურილე მონპერტი-დეა გოგიშვილი (2) 0:1, სედა ალევი-ნანი უნაფქოშვილი (1,5) 0:1, კაროლა ჰუბერი-ლიკა კობეშავიძე (1) 0:1; ირაკლი ბერაძე (2)-შალვა ნადირაშვილი (2) 1:0.
18-წლიანები: დიანა ბასიუ-მერი არაბიძე (3) 0.5:0.5, ანა ივეკოვიჩი-მარიამ დანელია (2) 0:1; ანგელ არიბასი-ზურაბ ჯავახაძე (3) 0:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"