ქართველი მოჭადრაკეები მეექვსეზე ჩამოქვეითდნენ

AutoSharing Option
ქოჯაელში (თურქეთი) გრძელდება 16-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადა. გუშინ მე-6 ტურის ორთაბრძოლები გაიმართა.

საქართველოს ნაკრები, რომელიც ხუთი ტურის შემდეგ სამეულში იყო, რუსეთის გუნდთან დამარცხდა - 1,5:2,5. ირაკლი ბერაძე დანიილ დუბოვს დაუზავდა, შალვა ნადირაშვილმა ურიი ელისეევს სძლია, მესამე-მეოთხე დაფებზე კი გუგა ბურდულმა და ნინო ხომერიკმა ვლადისლავ ტერენჯიევთან და კონსტანტინ ნიკოლოგოვსკისთან წააგეს.

გუშინ ლიდერთა ჯგუფის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: აზერბაიჯანი-სომხეთი 2.5:1.5, ირანი-ჩეხეთი 4:0, ყაზახეთი-მალაიზია 2.5:1.5, სლოვაკეთი-ინდოეთი 0:4.

ექვსი ტურის შემდეგ მოწინავეთა სატურნირო მდგომარეობა: სომხეთი (4 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება)-17.5, რუსეთი (5,0,1)-17, ირანი (4,1,1)-16,
აზერბაიჯანი (4,2,0)-15.5, ინდოეთი (3,1,2)-15.5, საქართველო (4,0,2)-15 ქულა.

დღეს მე-7 ტურში ითამაშებენ: სომხეთი-ირანი, ინდოეთი-რუსეთი,საქართველო-აზერბაიჯანი, თურქეთი (თეთრები, 14)-ყაზახეთი (14), მალაიზია (13,5)-შვეიცარია (13,5), სირია (13)-თურქეთი (წითლები, 12,5), ჩეხეთი (12)-ინგლისი (12.5).

შეჯიბრების დამთავრებამდე 4 ტური დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული