პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძისა და ანა მუზიჩუკის პარტია ყაიმით დამთავრდა, სამაგიეროდ, მომდევნო სამ დაფაზე წარმატებას მიაღწიეს ლელა ჯავახიშვილმა, ნინო ხურციძემ და სალომე მელიამ, რომლებმაც, შესაბამისად, იანა კრივეცი, ანა სრებრნიჩი და ვესნა როზიჩი დაამარცხეს.
დიდ ინტერესს იწვევდა ერთპიროვნული ლიდერის - რუსეთის ნაკრების და სომხეთის გუნდის შეხვედრა. პირველ-მესამე დაფებზე ელინა დანიელიანი, ლილით მკრტიჩიანი და ლილით გალოიანი ნადეჟდა კოსინცევას, ტატიანა კოსინცევასა და ალექსანდრა კოსტენიუკს დაუზავდნენ.
ნატალია პოგონინამ სომხეთის სახელით მოასპარეზე
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა გუშინ მონაგარი მხოლოდ ქულით გაიმდიდრა - ხორვატიასთან შეხვედარა ფრედ (2:2) დაამთავრა (ბაადურ ჯობავა-პრვოი სტევიჩი 1:0, ივან სარიჩი-მიხეილ მჭედლიშვილი 1:0, მერაბ გაგუნაშვილი-მლადენ პალაჩი 0,5:0,5, ზორან იოვანოვიჩი-დავით ზარქუა 0,5:0,5). ევროპის ჩემპიონმა აზერბაიჯანელებმა (თეიმურ რაჯაბოვი, ვუგარ გაშიმოვი, შაჰრიარ მამედიაროვი, ელთაჯ საფარლი) ბულგარელებს 3,5:0,5 მოუგეს და 12 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდნენ, რადგან 10-ქულიანმა რუმინელებმა გერმანელებთან მატჩი ფრედ (2:2) დაამთავრეს.
საფრანგეთი-სომხეთი 1,5:2,5, უნგრეთი-სლოვენია 3:1, ჰოლანდია-საბერძნეთი 2,5:1,5, ესპანეთი-რუსეთი 1:3. შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე: აზერბაიჯანი-12 (18,5), სომხეთი-11 (18), რუმინეთი-11 (17,5), გერმანია-10 (17), უნგრეთი-10 (17), ბულგარეთი-10 (15,5), ჰოლანდია-10 (15,5), საფრანგეთი-9 (16), რუსეთი-9 (16), იტალია-9 (15,5)... საქართველო-7 (17).
დღეს მე-8 ტურში ითამაშებენ: ქალები. რუსეთი-საფრანგეთი, პოლონეთი-ჩეხეთი, საქართველო-ბულგარეთი, უკრაინა-უნგრეთი, სერბეთი-სომხეთი,სლოვენია-რუმინეთი.
ვაჟები. აზერბაიჯანი-გერმანია, სომხეთი-ჰოლანდია, რუმინეთი-უნგრეთი, ბულგარეთი-იტალია, რუსეთი-საფრანგეთი, ავსტრია-საქართველო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"