სხვაობა ისე ნახევარი ქულაა

AutoSharing Option
ხორვატიაში სენიორ მოჭადრაკეთა 21-ე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინდელ მე-4 ტურში ნონა გაფრინდაშვილი შავი ფიგურებით რუს გალინა სტრუტინსკაიას დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ სამქულიანი ლიდერები - სვეტლანა მედნიკოვა და ლუდმილა საუნინა (ორივე - რუსეთი), რომლებსაც 3,5-3,5 ქულა აქვთ.

ამდენივე ქულა მოაგროვა რუსი რიმა ბილუნოვას მძლეველმა ინდოელმა სეით ტიფსეიმ. მეწინავეებს ნახევარი ქულით ჩამორჩება გაფრინდაშვილი. 3-3 ქულით ნონასთან ერთად მეოთხე-მეცხრე ადგილებს ინაწილებენ თამარ ხმიადაშვილი (გუშინ ლუბა კუზნეცოვას მოუგო), ნინო მელაშვილი (ტატიანა ფომინას სძლია), ელენა ფატალიბეკოვა, ვალენტინა კოზლოვსკაია, გალინა სტრუტინსკაია.

ლიდერ მამაკაცთა მე-4 ტურის შეხვედრები ასე
დამთავრდა: ნუხიმ პაშკოვსკი-ვლადიმირ ოხოტნიკი 0,5:0,5, ოლეგ ჩერნიშოვი-კრუნოსლავ ჰულაკი 0,5;0,5, ალექსანდრ კუინჯი-ევგენი ჩერნოვი 1:0, ანატოლი ვაისერი-ვლადიმირ კარასევი 1:0, ალექსანდრ ფილიპენკო-ბოიან კურაიცა 0:1.

დღეს მე-5 ტურში ითამაშებენ: ქალები. საუნინა-ტიფსეი, გაფრინდაშვილი-მედნიკოვა, კოზლოვსკაია-ფატალიბეკოვა, მელაშვილი-ხმიადაშვილი, ბილუნოვა-სტრუტინსკაია; კაცები. კომლიენოვიჩი-პაშკოვსკი, ვაისერი-კუინჯი, კურაიცა-რუკავინა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული