
წინა ტურში რეიტინგფავორიტთან მარცხის შემდეგ, მან შეძლო ძალების მობილიზება და თეთრი ფიგურებით მოლდოველ დიანა ბასიუს აჯობა.
ქუთაისელი საერთაშორისო ოსტატი ახლა ნახევარი ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერ ალინა კაშლინსკაიას (რუსეთი), რომელიც ალთანულზიი ენხთუულს (მონგოლეთი) დაუზავდა.
მოწინავეთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: თი კიმ ჰუნგ ვო (ვიეტნამი) - პეტრა პაპი (უნგრეთი) 0:1, ნარმინ კაზიმოვა (აზერბაიჯანი) - დინარა სადუაკასოვა (ყაზახეთი) 0,5:0,5, კატარზინა ადამოვიჩი (პოლონეთი) - ჩაზალ ჰაკიმიფარდი (ირანი) 0,5:0,5, კატრინ ტიოლსენი (ნორვეგია) -
ექვსი ტურის შემდეგ: კაშლინსკაია - 5,5, ენხთუული, არაბიძე, პაპი - 5-5, კაზიმოვა, სადუაკასოვა, ადამოვიჩი, ჩუმპიტაზი, კურბონბოევა, ტიოლსენი - 4,5-4,5 ქულა.
მეშვიდე ტურში ლიდერები ასე დაწყვილდნენ: კალინსკაია - პაპი, არაბიძე - ენხთუული, სადუაკასოვა - ტიოლსენი, კურბონბოევა - კაზიმოვა, ადამოვიჩი - ჩუმპიტაზი.
14-წლიანებში კვლავ დამარცხდა ნინო ხომერიკი - ამჯერად მან ამერიკელ აპურვა ვირკუდთან წააგო. არადა, ჩვენებური ოკეანისგაღმელს რეიტინგში 126 პუნქტით უსწრებს. ამ ასაკში უდანაკარგოდ ალექსანდრა გორიაჩკინა ლიდერობს. ხომერიკს 3 ქულით 35-ე ადგილი უკავია. მე-7-ე ტურში იგი სუ სიაოუს (მაკაუ) დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"