დავით ჯოჯუას პირველი მარცხი და დაკარგული ლიდერობა

AutoSharing Option
ერთდღიანი შესვენების შემდეგ თბილისის ჭადრაკის სასახლეში განახლდა მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც წრიული სისტემით სხვადასხვა ქალაქის 12 წარმომადგენელი ეცილება ერთმანეთს პირველობაში.

ექვსი ტურის შემდეგ 5 ქულით დავით ჯოჯუა მეწინავეობდა, მაგრამ 19 ივნისს ასპარეზობის რეიტინგფავორიტ მიხეილ მჭედლიშვილთან თეთრი ფიგურებით 64-ე სვლაზე დამარცხდა და ლიდერობაც დაკარგა.

5.5-5.5 ქულით გაიოზ ნიგალიძე (ზედიზედ სამი პარტია მოიგო, ბოლო ხუთ ტურში კი 4,5 ქულა მოაგროვა) და კონსტანტინე შანავა დაწინაურდნენ, რომლებმაც, შესაბამისად, ლევან ფანცულაია და დავით მაღალაშვილი დაჯაბნეს.

მე-7 ტურის დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: მერაბ გაგუნაშვილი-გიგა ყუფარაძე
0.5:0.5, დავით ლომსაძე-დავით ზარქუა 1:0, ფრიდონ ყალაგაშვილი-ლუკა პაიჭაძე 0:1.

შვიდი ტურის შემდეგ: შანავა, ნიგალიძე - 5.5-5.5, ჯოჯუა, პაიჭაძე - 5-5, მჭედლიშვილი - 4.5, გაგუნაშვილი - 4, ფანცულაია, ყუფარაძე - 3.5, მაღალაშვილი, ლომსაძე - 2.5-2.5, ზარქუა - 0,5, ყალაგაშვილი - 0 ქულა.

20 ივნისს, მე-8 ტურში ითამაშებენ: ყუფარაძე-შანავა, მჭედლიშვილი-მაღალაშვილი, პაიჭაძე-ჯოჯუა, ფანცულაია-ყალაგაშვილი, ზარქუა-ნიგალიძე, გაგუნაშვილი-ლომსაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული