სოფიკო გურამიშვილი ლინარესის ტურნირის ლიდერებშია

AutoSharing Option
ლინარესი (ესპანეთი) მოჭადრაკე ქალთა წრიულ ტურნირს მასპინძლობს.

შეჯიბრებაში ხუთი მასპინძელი (ლაურა მარტინ პერესი, იუდანია ჰერნანდესი, ამალია არანას მურილო, ლაურა კოლადო და საქართველოდან საცხოვრებლად კატალონიაში გადასული ანა მათნაძე), თბილისელი სოფიკო გურამიშვილი, რუსი ანასტასია სავინა, იტალიელი მარინა ბრუნელო, ლიტველი დეიმანტე დაულიტე და ფრანგი სოფი მიე მონაწილეობენ.

გურამიშვილი პირველ ტურში შავი ფიგურებით ამალია არანას მურილოს დაუზავდა, შემდეგ კი ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო ლაურო კილადოსა და დეიმანტე დაულიტესთან, სამი შესაძლებლიდან 2,5 ქულას მოუყარა თავი და არანასსა და მიესთან ერთად დაწინაურდა.

10 სექტემბერს მე-4 ტურის
შეხვედრები გაიმართა: ბრუნელო-გურამიშვილი 0.5:0.5, კოლადო-დაულიტე 0.5:0.5, სავინა-არანასი 1:0, მარტინი-ჰერნანდესი 0:1, მიე-მათნაძე 1:0.

ოთხი ტურის შემდეგ: სავინა, მიე 3.53.5, გურამიშვილი 3, ბრუნელო, დაულიტე 2.52.5, არანასი, გოლადო 1.51.5, მათნაძე, ჰერნანდესი 11, მარტინი 0 ქულა.

11 სექტემბერს ორი ტურის პარტიები გაიმართება. დილით ითამაშებენ: გურამიშვილი-სავინა, ჰერნანდესი-მიე, არანასი-მარტინი, მათნაძე-კოლადო, დაულიტე-ბრუნელო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული