ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში: მხოლოდ თითო ქულა

AutoSharing Option
ვარშავაში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი. გუშინ მე-7 ტურის პაექრობები გაიმართა.

საქართველოს ქალთა ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდს დაუზავდა - 2:2 (ნანა ძაგნიძე-მონიკა სოჩკო 0.5:0.5, იოლანტა ზავადსკა-ნინო ხურციძე 1:0, ბელა ხოტენაშვილი-ივეტა რაილიჩი 1:0, კარინა ჰოროვსკა-ლელა ჯავახიშვილი 0.5:0.5).

მსოფლიოს ჩემპიონმა უკრაინის ქალთა ნაკრებმა პოლონეთის მე-3 გუნდი დაამარცხა 2.5:1.5 და 13 ქულით კონტინენტზეც უძლიერესის სახელის მოსაპოვებლად მყარი საფუძველი შეიქმნა.

სომხეთი-პოლონეთი (2) 3:1, უნგრეთი-რუსეთი 1.5:2.5, გერმანია-ბულგარეთი 1:3, ესპანეთი-ლიტვა 1.5:2.5, ისრაელი-ჩეხეთი 1:3, რუმინეთი-ბელგია 3.5:0.5. შვიდი ტურის შემდეგ: უკრაინა-13 (20), სომხეთი-11 (21), საქართველო-10 (18), რუსეთი-10
(19), პოლონეთი-10 (16).

ჩვენი ქვეყნის ვაჟთა ნაკრებმა გუშინ მოგების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან - მაშინ, როცა ინგლისთან შეხვედრისას სამი პარტიის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, ლევან ფანცულაიამ აშკარად უკეთესი პოზიცია სასურველ დასასრულამდე ვერ მიიყვანა - 2:2 (ბაადურ ჯობავა-მაიკლ ადამსი 0.5:0.5, ლუკ მაკშეინი-მიხეილ მჭედლიშვილი 0:1, მერაბ გაგუნაშვილი-ნაიჯელ შორტი 0:1, გავაინ ჯონსი-ლევან ფანცულაია 0.5:0.5). აზერბაიჯანი-საფრანგეთი 2:2, რუსეთი-სომხეთი 1.5:2.5, უკრაინა-ბელარუსი 2:2, ხორვატია-საბერძნეთი 1:3, უნგრეთი-შვეიცარია 3:1, სლოვენია-ჰოლანდია 0.5:3.5, რუმინეთი-ჩეხეთი 1.5:2.5. შვიდი ტურის შემდეგ: საფრანგეთი-12, აზერბაიჯანი, სომხეთი-11-11, საბერძნეთი-10, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, საქართველო, ჩეხეთი, ინგლისი, უნგრეთი, ჰოლანდია-9-9 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული