ფიდეს რეიტინგში სულ 12 ქართველი მოხვდა

AutoSharing Option
საახალწლოდ ფიდემ, ტრადიციულად, მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა მსოფლიო რეიტინგები გამოაქვეყნა, რომლებშიც თერთმეტი ქართველი მანდილოსანი და ერთი ვაჟია.

ქალთა საუკეთესო ათეული ასეთია: 1. იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2693), 2. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2629), 3. ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2613), 4. ჩჟაო სიუე (ჩინეთი, 2567), 5. ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2566), 6. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2546), 7. კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2543), 8. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2527), 9. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2527), 10. პია კრამლინგი (შვედეთი, 2525).

ასეულში, ძაგნიძისა და ხოტენაშვილის გარდა, არიან: 33. ნინო ხურციძე (2456), 34.
სალომე მელია (2453), 47. ლელა ჯავახიშვილი (2430), 51. ნინო ბაციაშვილი (2428), 69. სოფიკო გურამიშვილი (2398), 84. თამარ წერეთელი (2375), 85. მერი არაბიძე (2374), 86. სოფიკო ხუხაშვილი (2374), 90. მაია ლომინეიშვილი (2366).

ვაჟთა ათეული: 1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2872), 2. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2812), 3. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2789), 4. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2787), 5. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2785), 6. ფაბიანო კარუანა (იტალია, 2782), 7. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2777), 8. ბორის გელფანდი (ისრაელი, 2777), 9. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2773), 10. სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2759).

პირველ ასეულში ერთადერთი ქართველი დიდოსტატია - ბაადურ ჯობავა, რომელიც 2710 პუნქტით 37-ე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მჭედლიშვილი რა ჩინელიაა?
sano
18:47 07-01-2014
0

სიახლეები პოპულარული