ევროპის ორი ხელისუფალი - ქუთაისში ანტოანეტა სტეფანოვა და ინა გაპონენკო დაწინაურდნენ

AutoSharing Option
ქუთაისში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში. საასპარეზოდ 10 ქვეყნის 50-მა წარმომადგენელმა მოიყარა თავი.

პირველი დღის ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) და ინა გაპონენკო (უკრაინა) დაწინაურდნენ. მათ ნახევარ-ნახევარი ქულით დეიმანტე დაულიტე (ლიტვა) და ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) ჩამორჩებოდნენ. 10 მოჭადრაკეს 3-3 ქულა ჰქონდა.

2 ივნისს ჩემპიონატზე მორიგი ოთხი ტურის შეხვედრები გაიმართა. კვლავ იყოჩაღა ბულგარელმა მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონმა, რომელმაც წინა დღის მონაგარს 2.5 ქულა შემატა. შესანიშნავად ითამაშა ასევე მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა (რუსეთი), რომელმაც გუშინ ოთხივე
პარტია მოიგო და ქულებით სტეფანოვას გაუთანაბრდა.

სოფიო გვეტაძემ გუშინ 4-დან 3 ქულა აიღო და 6 ქულით ორგზის ევროპის ჩემპიონ ვალენტინა გუნინასა (რუსეთი) და ინა გაპონენკოსთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

5.5-5.5 ქულა აქვთ ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ნინო ბაციაშვილს, ლელა ჯავახიშვილსა და დაულიტეს. 8 მოჭადრაკემ 5-5 ქულა მოაგროვა.

3 ივნისს ჩემპიონატის ბოლო სამი ტურის ორთაბრძოლები გაიმართება, რომლებიც მედლების მფლობელებსაც გამოავლენს. მეწინავეთაგან მე-9 ტურში ითამაშებენ: სტეფანოვა-კოსტენიუკი, გვეტაძე-გუნინა, გაპონენკო-ბაციაშვილი, ჯავახიშვილი-დაულიტე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული