გუშინ ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა. ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით დებიუტიდანვე შეავიწროვა ირანელი მოჭადრაკე სარასადათ ხადემალშერიჰი. მე-40 სვლისთვის ქართველ მოჭადრაკეს სოლიდური პოზიციური უპირატესობა ჰქონდა, 41-ე სვლიდან კი ნათელი გახდა, რომ ძაგნიძე ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მოიპოვებდა.
ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: დაზავდნენ ჰოუ იფანი (ჩინეთი)-ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი)-მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), ნატალია პოგონინა (რუსეთი)-პია
საბოლოო შედეგები: ჰოუ იფანი-9, მარია ჟუკოვა, ჰამპი კონერუ-7-7, პია კრამლინგი, ნატალია პოგონინა-6-6, ანტოანეტა სტეფანოვა, ალექსანდრა კოსტენიუკი-5.5-5.5, ნანა ძაგნიძე-5, ელმირა სკრიპჩენკო, ნატალია ჟუკოვა, ანა მუზიჩუკი-4.5-4.5, სარასადათ ხადემალშერიჰი-1.5 ქულა.
გრან-პრის დანარჩენი სამი რაუნდი გაისად გაიმართება, ერთ-ერთს თბილისი უმასპინძლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"