U18. ნინო ხომერიკი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

AutoSharing Option
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დამთავრდა 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს 24 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მათგან 18-წლამდელებში იყოჩაღა ამ ასაკში ევროპის ჩემპიონმა ნინო ხომერიკმა, რომელიც გათამაშებას სტარტიდანვე ჩაუდგა სათავეში და მოწინავე პოზიცია ფინიშამდე შეინარჩუნა.

ბოლო ტურში იგი რუს ირინა დროგოვოზს დაუზავდა, ცხრა შესაძლებლობიდან 7.5 ქულას მოუყარა თავი და სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა, რითაც მან ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

სამწუხაროდ, ჩვენებურთაგან მედალი სხვა ვერავინ მოიპოვა, თუმცა მიზანთან ახლოს იყო 12-წლამდელებში ნიკოლოზ კაჭარავა, რომელმაც შვიდი პარტია მოიგო, ორი დათმო და შვიდი ქულით მესამე-მეცხრე ადგილები
გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-6 ადგილი ერგო. რომ არა მე-8 ტურში დასანანი მარცხი მამიკონ ღარიბიანთან (სომხეთი), საბოლოო შედეგიც სხვაგვარი იქნებოდა.

აქვე ევროპის პირველობაზე ჩვენებურთა ბოლო ტურის შედეგებსა და საბოლოო მაჩვენებლებს გაგაცნობთ:

8-წლამდელები: არიუნა აიდა (საფრანგეთი)-ანა შერაზადიშვილი 1:0; დავით ნემსაძე-როი ვაგმანი (ისრაელი) 0:1, ნიკოლოზ შამათავა-იანივ მედოვოი (ისრაელი) 0.5:0.5.
25. ანა შერაზადიშვილი (5 ქულა), 47. დავით ნემსაძე (4.5), 52. ნიკოლოზ შამათავა (4.5).

10-წლამდელები
: ანა მამარდაშვილი-ემილია ზავივაევა (რუსეთი) 0:1, ბარბარე ცირეკიძე-ნატალია მალინოვსკა (პოლონეთი) 0.5:0.5; ერეკლე ჯიშკარიანი-არტიომ ივანოვი (რუსეთი)1:0, ლაზარ დავიდოვი (სერბეთი)-დავით გოცირიძე 0:1, ვასიკო შაპოვალოვი-იევგენის სპრინგისი (საბერძნეთი) 0.5:0.5.
31. ანა მამარდაშვილი (5), 54. ბარბარე ცირეკიძე (4.5); 38. ერეკლე ჯიშკარიანი (5.5), 94. დავით გოცირიძე (4), 106. ვასიკო შაპოვალოვი (3,5).

12-წლამდელები
: დიანა ლომაია-არუში რამაია (ინგლისი) 1:0, ალექსია ვილანიი (შვეიცარია)-ნია დოღვანი 0:1; ნიკოლოზ კაჭარავა-სტავროს აბელაკიოტისი (საბერძნეთი) 1:0, ოლივერ ვარტიოვაარა (ფინეთი)-ნიკა კევლიშვილი 0:1.
35. დიანა ლომაია (5), 50. ნია დოღვანი (4.5); 6. ნიკოლოზ კაჭარავა (7), 49. ნიკა კევლიშვილი (5).

14-წლამდელები
: თამარ ესაძე-მარია მალისკა (პოლონეთი) 1:0, ვალენტინა ვერბინი (მოლდოვა)-ეკატერინე ფიფია 1:0, თამარ ლაგაზაური-ფლავია გრიმალდი (იტალია) 1:0, ემილი ლევინი (ისრაელი)-ანასტასია სიდამონიძე 0.5:0.5; ბოგდან კალაბუხოვი (რუსეთი)-ნიკოლოზ პეტრიაშვილი 0:1, ვატნარ სტეფანსონი (ისლანდია)-ლუკა ობოლაძე 1:0.
10. თამარ ესაძე (6.5), 22. ეკატერინე ფიფია (5.5), 54. თამარ ლაგაზაური (4.5), 75. ანასტასია სიდამონიძე (3.5); 32. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (5.5), 60. ლუკა ობოლაძე (4.5).

16-წლამდელები: ლილე ქორიძე-ანა რედონდო (ესპანეთი) 0:1, ჩიარა პოლტერაუერი (ავსტრია)-ნატა ჯიბუტი 0.5:0.5; ირაკლი ახვლედიანი-პიერ ლორენ-პაოლი (საფრანგეთი) 0:1.
23. ნატა ჯიბუტი (5.5), 32. ლილე ქორიძე (5); 40. ირაკლი ახვლედიანი (5).

18-წლამდელები: ნინო ხომერიკი-ირინა დროგოვოზი (რუსეთი) 0.5:0.5, ანი ჭანტურია-იოვანა მილიკოვიჩი (სერბეთი) 0:1; ნოე თუთისანი-პერე გარიგა (ესპანეთი) 0.5:0.5.
1. ნინო ხომერიკი (7.5), 28. ანი ჭანტურია (4.5); 18. ნოე თუთისანი (5.5).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ! რა ლამაზი გოგოა და რა ჭკვიანი. ხუმრობა არ არის ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონობა. გამარჯვებებს გისურვებთ ყოველთვის!
ლუკა
18:36 30-08-2016
0

სიახლეები პოპულარული