კომენტარი: ახალი წესები პირდაპირი დარტყმაა ქართველი ძიუდოისტებისთვის!

AutoSharing Option
შარშან ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ წერილს ძიუდოს ახალი წესების შესახებ საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული მუშაკი ანზორ მარტყოფლიშვილი გამოეხმაურა.

- ძიუდოში ახალი წესები დაამტკიცეს, რომლებიც პირველ რიგში, ქართველებს გაახარებს

მას ერთი კითხვით მივმართეთ, ახალი წესები ძიუდოსთვის უკეთესია თუ არა? 

- ახალი წესები ძიუდოსთვის არაა უკეთესი. ევროპისა და მსოფლიოს ძიუდოს ვაიმუშაკებმა წესები ბევრჯერ შეცვალეს. ყოველი ახალი ცვლილება ქართული ძიუდოს საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ჯერ კიდევ 1997-2001 წლებში ევროპის ძიუდოს ვითომ კარგის შემქმნელებმა
დაიწყეს ისეთი ფანდების აკრძალვა, რომლითაც ქართველი ძიუდოისტები უგებდნენ ევროპელ და აზიელ ძიუდოისტებს, მათ შორის,  იაპონელებსაც, კორეელებს, ფრანგებს, ჰოლანდიელებს და ა.შ.

მათ აკრძალეს ისეთი ლამაზი ილეთები გდების, როგორიც იყო გადავლება უკუამოღებით. ამოიღეს იღლიაში შესვლიდან ფეხის ატაცით წინ დატრიალებით გდება, რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებდნენ ქართველი ძიუდოისტები.

მათ აკრძალეს ასევე ფეხის ჩავლებით ყველანაირი გდება. სწორედ ფეხიდან გდებას უბრწყინვალესად აკეთებდა ნესტორ ხერგიანი. შეიცვალა მისი საყვარელი ილეთი და დაანება თავი კიდეც ნესტორმა ჭიდაობას.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდები, ყველა ასაკში ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა იაპონიასთან ერთად, რაც არ სიამოვნებთ ევროპისა და აზიელ ძიუდოს მესვეურებს. სწორედ წინასწარი ჩანაფიქრით უნდათ გააკეთონ ცვლილებები, რაც მათთვის იქნება სასარგებლო, ხოლო საქართველოსთვის უსარგებლო.

აქედან გამომდინარე, ძიუდოს ვაიხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ გუნდური ჩემპიონატებიც, რომლებიც ხუთ წონით კატეგორიაში ტარდებოდა, შეცვალონ და სამ-სამმა ქალმა და კაცმა იჭიდაონ, რაც პირდაპირი დარტყმაა ქართველი ძიუდოისტებისთვის.

მათ კარგად იციან, რომ საქართველო არის ცხრაგზის ევროპისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. ახალი გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი ვეღარ გახდება ჩემპიონი, ვინაიდან ჯერ იმ დონეზე არ არიან გოგონები, რომ გუნდურში მოუგონ წამყვანი ქვეყნების გოგონებს.

როგორ შეიძლება ჩაატარო გუნდური ჩემპიონატი გოგონებსა და ბიჭებში ერთად. ფრენბურთში, კალათბურთში, ხელბურთში განა ერთად გამოდიან ბიჭები და გოგონები?

არასწორია შიდოების ახალი წესი. ადრე, თუ მეოთხე შიდოზე იხსნებოდა სპორტსმენი ორთაბრძოლიდან, ახალი წესებით მესამე შიდოზე იხსნება. ესეც ჩვენ საწინააღმდეგოდაა. ჩვენი ბიჭები როცა იგებენ შეხვედრას, პრაქტიკულად ვერ ინარჩუნებენ უპირატესობას. იწყებენ პასიურობას, რასაც მსაჯები არ პატიობენ და აძლევენ შიდოებს.

ახალი წესების შემოღება რამდენიმე პუნქტში დადებითად გადაწყდა. მაგალითად, გამარტივდება გაფრთხილებების მიცემა, რაც ადრე მაყურებლისათვის გაუგებარი ხდებოდა.

დადებითია ისიც, რომ სახელურებში თითების შეყოფა, კიმონოს თუ მაჯის არასწორი ჩავლება ორივე ხელით, ცალ მხარეს ან ქამარში ჩავლება პირველ ჯერზე არ დაისჯება, ასევე არ დაისჯება პირველ ჯერზე ფეხზე ხელის მოკიდება. აქამდე პირველივე ჩავლებაზე იხსნებოდა სპორტსმენი შეჯიბრებიდან, ახლა არ ხსნიან პირველ ჩავლებაზე, მას ხსნიან იმ შემთხვევაში, თუ იგი განმეორებით მოჰკიდებს ხელს ფეხებში.

ასევე მთავარია ის, რომ შეტევის მოსამზადებლად ახლა 45 წამია დარჩენილი.

ერთი სიტყვით, ეს რამდენიმე ცვლილება ძიუდოს ჭიდაობას უფრო სანახაობრივს გახდის მაყურებლისათვის. 2017 წლის 16-17 იანვრის აფრიკის ღია ტურნირზე პირველად გამოცდიან ამ ცვლილებებს. ამავე ტურნირზე 10-წამიანი შებოჭვაც ჩაითვლება ვაზარით, ხოლო 20-წამიანი შებოჭვა ჩაითვლება იპონად.

საერთოდ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ასეთი წესების შეცვლა უნდა განხორციელდეს, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ცვლილებები სპორტსმენებისათვის იქნება სასარგებლო და არა საზიანო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
80-იან წლების ძიუდოისტები ამბობდნენ თურმე: თუ გაქვს ერთი კარენნოი პრიომი კარგად დამუღამებული, მეტი არც გჭირდებაო
..............................
10 იანვარი 2017 23:50
0
რომ გვებრძვიან ბინძური მეთოდებით ეს ფაქტია განსაკუთრებით რაგბიში ეს არ ახალია მაგრამ ბიჭებმა ყველფერი უნდა დადონ ტატამი იქნება თუ მოედანი როგორც ხინჩეგამ აზერთან მოუგო მთელ სამყაროს გინდ პოლიტიკურად გინდ სპორტულად აი ისე უნდა ვიომოთ.
ero
10 იანვარი 2017 23:39
0
საერთოდ ვეტერანებს სჩვევიათ ტირილი, თითქოს მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგაა. კაცი ერთი ილეთის მეტს თუ ვერ აკეთებდა ადრევე იყო სახლში წასასვლელი
ოცეოლა
10 იანვარი 2017 20:34
0
ანზორას არ ესმის და თქვენ გესმით არაა, სასაცილო ხართ
arsena
10 იანვარი 2017 18:47
0
გააბანძეს ძიუდო ვაბშე ადრე ჰაერში ბალევოიც იყო მელნიცაც და მაკრატელაც ეხლა ბალეტს დაამსგავსეს ყველაფერი
misha
10 იანვარი 2017 18:45
0
ანზორა მარტყოფლიშვილ-ს. აბსოლიტურად ალოგიკურ შეფასებას აკეთებთ. გამოდის, რომ მსოფლიო ძიუდოს, როგორც თქვენ ბრძანებთ "ვაიმუშაკებმა" საქართველოს საზიონოდ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? მაშინ ისიც თქვით, იაპონიის გარდა, ვის სსრგებლოდ მიიღეს ახალი წესები? კარგით რა ბატონო ანზორა...ყველაფერში ნეგატისვს როგორ შეიძლება ხედავდეს დამიანი!!! ნუთუ არაფერია ამ ახალ წესებში თქვენი მოსაწონი!!!
cugo
10 იანვარი 2017 18:07
0
ჩემი აზრით არასწორია ასეთი მიდგომა. რას ნიშნავს ჩვენს საწინააღმდეგოდ მიღებული ცვლილებები? ქართველ სპორტსმენს რომ ბოლოსკენ გამძლეობა არ ყოფნის და გაქცევას იწყებს ეს არის ანტი ძიუდო და უნდა ვიმუშავოთ ამ პრობლემებზე და არა ვიწუწუნოთ, გვებრძვიან და ყველაფერს ჩვენს საწინააღმდეგოდ აკეთებენო. გოგონების ნაკრები რომ სუსტი გვყავს ესეც ჩვენი პრობლემაა და არა ძიუდო საერთაშორისო ფედერაციის. ლიპარტელიანი რატომ არ გარბის ტატამიდან? გარბის ის ვისაც არ ყოფნის ძალა, სუნთქვა და გამძლეობა, ანუ ის ვინც მეტოქესთან შედარებით სუსტია. მეტი და მეტი შრომა და ნაკლების თავის მართლება და საერთოდ, რაც ნაკლები გავლენა ექნება ქართულ ჭიდაობას ძიუდოზე მით უკეთესი. დროა ნამდვილი ძიუდოს სწავლა დაიწყონ ბავშვებმა და არა ქართული ჭიდაობის და შემდეგ გადავიდნენ ძიუდოში, როგორც ხდება ხოლმე. ამის გამოა ბოლომდე ადაპტაციას რომ ვეღარ ახერხებენ და ბევრ კომპონენტში მოიკოჭლებენ!
fraternity
10 იანვარი 2017 15:34
0
სახელურებში თითების შეყოფა ისჯება
იგია აგი
10 იანვარი 2017 14:27
0
ამიტომ მეტი მუშაობაა საჭირო მოქმედ ილეთებზე.
დემე
10 იანვარი 2017 14:07
0
რა სუყველა ჩვენ გვატერორებს?
temo
10 იანვარი 2017 13:37
0

სიახლეები პოპულარული