პარიზის გრან სლემი: ზებედა რეხვიაშვილმა საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა

AutoSharing Option
12 თებერვალს პარიზის გრან სლემის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა. ზებედა რეხვიაშვილმა (81) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა - ბრინჯაოსი.

ფინალში რეხვიაშვილი ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან ვაზარით დამარცხდა. ლიპარტელნმა კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელ მაიკლ კორელს ვაზარით სძლია.

თამაზ კირაკოზაშვილმა (81) ჯერ ჩინელ რიგაქი ნაინი დაამარცხა იპონით, შემდეგ კი იპონით ბრაზილიელ ედუარდო სანტოსთან დამარცხდა.

90 წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველ შეხვედრაში ფრანგ აქსელ კლერგეტთან ვაზარით წააგო. ხოლო ბექა ღვინიაშვილს (90) ბრინჯაოს მოპოვების შანსი ჰქონდა,
თუმცა მედლისთვის ბრძოლაში სლოვენიელ მიხაილ ზგანკთან გაფრთხილებით დამარცხდა.

მეორე შეხვედრიდან გამოეთიშა ასპარეზობას ლაშა ტაველური (100).

ლევან მატიაშვილი (+100) პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა, გურამ თუშიშვილმა (+100) კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მონღოლ დურენბაიარ ულიზბაირთან იპონით წააგო.

შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ბრინჯაოს მოპოვება შეძლეს. მედლები ამირან პაპინაშვილმა (60) და ვაჟა მარგველშვილმა (66) დაისაკუთრეს.

საერთო-გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მერვე ადგილზე გავიდა, მხოლოდ ვაჟებში კი - მეხუთეზე.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გირები უნდა დაკიდო და ისე არბენიო ყველა, გაუთავებლად! სამარცხვინო... სხვას ვერაფერს იტყვი! და საერთოდ, არ არის მართებული თითქმის თავისივე ასაკის მწვრთნელის დანიშვნა..!
jiji
13 თებერვალი 2017 11:48
0
მე მგონი ჩვენ ბიჭებს საახალწლოდ კარგი უქმეები ქონდათ და ბევრი მწვადი ჭამეს:) აბა რა გითხრათ, გეთანხმებით ყველას გამძლეობა და ბიზიკური მომზადება - 0. მიხაროდა დრო შემცირდა მეთქი და იმ 4 წუთშიც დაიხოცნენ. ვიმედოვნებ, რომ პირველი ტურნირი იყო და დანარჩენ ტურნირებში მეტი პროდუქტიულები იქნებიან.
levo
13 თებერვალი 2017 11:07
0
ფიზიკური მომზადება 0ს ქვემოთ. სირცხვილია ასე მოუმზადებელი გუნდით.გასვლა ტურნირზე.
giorgi
13 თებერვალი 2017 10:38
0
რეხვიაშვილის რეიტინგსი 106 ეა და აშკარად ეტყობოდა რომ ტურნირამდე ძალიან მაგრად იშრომა. პაპონაშვილმა და მარგველაშვილმა საუკეტესო ფალავნებს ვერ სძლიეს და მოსაგეი კი მოიგეს. ლიპო ნამდვილი პროფესიონალი ძიუდოსიტია და ამას ამტკიცებს, ღვინაშვილი ყველაზემეტად მომწონს და ასეთი მომზადებით როცა 4 წუტიც ვერ ძლებ ტატმზე არ უნდა გახვიდე საერტოდ არც სჰენს ქვეყანას და აც შენს ტავს უნდა აკადრო. თუშიშვილიცმოკვდა ტატამზე. მოკლედ ყველა წამყვან ნაკრებს ჩამოუვარდებოდით გამძლეობით სიტცხვილია ასეთი მომზადება. ბექასვურჩევ რომ თუ უკვე თავში აუარდა დაანებოს საერთოდ თავი მისი მონაცემებით ის ყოველთვის მედლით უნდა იყოს ნებისმიერ ტურბირში. იაპონელები 19 წლის ბიჭები დაფრინავდენენ და ალბატ სამჯერ მეტადაც ვარჩიშობდნენ ტურნირამდე ჩვენები კი ხედავთ როგორც ემზადებოდნენ.
მესიდონა
13 თებერვალი 2017 08:00
0
წაგება-მოგება კი ძმები არიან, მაგრამ გუშინ რო წამყვანები შაყირობდნენ ქართველებზე, ძალიან საწყენი იყო. ერთმა ჰკითხა მეორეს, თუ რა აზრისა იყო დროის 4 წუთამდე შემცირებაზე. შაყირიც ამას მოყვა, ქრთველებს სიხარულით აღარ არაინო, მგონი საერთოდაც ქართველებმა შეაქეზეს ძიუდოს ბოსები, მოდი ეს საჭიდაო დრო შევამციროთ, რა არი ამდენი ხანი ჭიდაობაო. მოკლედ, ჩვენი ძიუდოისტების ფიზიკურ მომოზადებაში ჩამორჩენა უკვე საგანგაშო გახდა!
გიგია
13 თებერვალი 2017 02:47
0
რა არის ეს? რა ხდება? მხოლოდ ამ კიტხვაზე გთხოვთ პასუხს, ეს ნაკრები კი არა ასე მეგონა ბიჯები უდაბნოდან იყვნენ მოსულები უჭმელ/უსმელები. წადი ცირეკიძე თუ ჯუდო გიყვარს და საქართველოში არ გინდა ჯუდო ჩაკლა......
ra xdeba
13 თებერვალი 2017 01:54
0
ლიპარტელიანი კარგი იყო და მჯერავს კიდევ მოუმატებს, რეხვიაშვილმა სასიამოვნოდ გამაოცა, ჭრიკიშვილს ურჩევნია წონაში დაიკლოს და დაუბრუნდეს 81 კილოგრამს 90-ში ძალიან გაუჭირდება. ფიზიკური მომზადება მართლაც კატასტროფულია და დროულად მისახედია. ღვინიაშვილისგან აშკარად მეტს ველოდით. მარგველაშვილმა და პაპინაშვილმაც ნორმალური ჭიდაობა აჩვენეს. სხვა მხრივ რა დონეზეც იყო მომზადებული ნაკრები ის შედეგი მივიღეთ.
dudu
13 თებერვალი 2017 00:52
0
რავა ყველა უბედურებას ეძებს ამ საქართველოში ყველაფერში. ჩემზე მეტად ძიუდოს ბევრი არ გულშემატკივრობს ალბათ საქართველოში და რაღაც ვერ ვიხსენებ პარიზის ტურნირიდან ამდენ წონაში წამოგვეღოს მედლები და თანაც ეხსპერიმენტული ნაკრებით. ბიჭები თვითონ არიან ცოდვები რომ შეეძლოთ უბრალოდ საპრიზო თანხები მოეგოთ, თორემ სხვა მხრივ ეს ტურნირი ერთი ჩვეულებრივი ეტაპი იყო სხვა სერიოზული ტურნირებისათვის და კარგი ის იყო რომ ზოგიერთებს შეიძლება ზედმეტი წარმოდგენაც ჰქონოდათ საკუთარ თავზე და ამ ტურნირმა კი მიწაზე ჩამოიყვანა და მკაფიოდ დაანახა რომ ვარჯიშის და მონდომების გარეშე თვით რინერიც კი ვერაფერს გახდებოდა.
.........
13 თებერვალი 2017 00:02
0
ვინც ჭრიკიშვილს წონის შეცვლა ურჩია ისაა დასასჯელი და ფიზიკურ მომზადებაზე კი ამ ნაკრებს საერთოდ თუ ჩაუტარდა მსგავსი მომზადების ნახევარი მაინც ესეც გასარკვევია და რაღაც არ მომწონს რაც დღეს ქართულ ძიუდოში ხდება.ღვინიაშვილი ასეთი დაღლილი ყოფილიყოს მეორე წუთზე ჯერ არ მინახავს. რა ხდება, ეგება გაგვარკვიოთ.
murtalo
12 თებერვალი 2017 23:46
0
ფიზიკურად ესეთი სუსტი ნაკრები კარგა ხანია არ გვყოლია...მე-2 წუთის შემდეგ ვისაც დასცალდა ძლივს მოძრაობდა და მე-3 წუთის შემდეგ ვერცერთი ვეღარ სუნთქავდა! ცირეკიძე დიდ პატივს გცემთ ჯერ კიდევ, ნუ უპრავებ ვიღაც "ბრიაშკას" საქმეებს, დაიღუპება ჩვენი ძიუდო! დაადექით მაგ გზას უკვე! ფედერაციას (ქევხიშვილს) გონს მოეგეთ სანამ დროა თორემ ამ საქმის გაფუჭება არ შეგრჩებათ!გაბაზრდება მალე ყველაფერი!
ფაქტი
12 თებერვალი 2017 23:16
0

სიახლეები პოპულარული