დიუსელდორფის გრან პრი: ამირან პაპინაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
დღეს, 24 თებერვალს, დიუსელდორფში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან პრიზე, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ამირან პაპინაშვილმა.

ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს მესამეპრიზიორმა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალურ შეხედრაში მონღოლ ბოლდბაათარ განბატთან წააგო. მანამდე პაპინაშვილმა, რომელიც ტურნირში მეორე წრიდან ჩაება, ფრანგ სედრიკ რევოს, ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს და მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას სძლია.

დღესე ტურნირზე, 66 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ოქროს მედლისთვის ვაჟა მარგველაშვილი იბრძოლებს. მისი და იაპონელი ნორიჰიტო ისოდას შეხვედრა მოგიანებით დაიწყება. ორთაბრძოლის ლაივ-სთრიმით ხილვა გულშემატკივარს ამ ბმულზე შეუძლია.

დღესვე ტურნირზე ლუხუმ ჩხვიმიანმაც (60
კგ) იასპარეზა, რომელიც სტარტზევე დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა.

ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის გრან პრი: ქართველი ძუდოისტების წილისყრა
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი რა 7 ჯერ როგორ უნდა წააგო ერთი და იგივე კაცთან
0
ლიდერის თვალები არ აქვს. კარგი მოჭიდავეა მაგრამ წონის ლიდერებთან აგებს. ბრინჯაო და ზოგჯერ ვერცხლი მაგრამ ოქროს ვერ მიეჩვია რა.მთლიანობაში კარგი ბიჭია მაინც.ვულოცავ.
mesidona
21:41 24-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული