დიუსელდორფის გრან პრი. II დღის ანონსი: დღეს ოთხი ქართველი იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეს, 25 თებერვალს, დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე მედლები კიდევ ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება. 73 კგ-ში საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი გავლენ, 81-ში კი ნუგზარ ტატალაშვილი და ამბაკო ავალიანი იბრძოლებენ.

შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა გულშემატკივარს ამ ბმულზე შეუძლია.

73 კგ
აქ ჩვენი ორივე ფალავანი პირველი ეტაპიდან ჩაებმება ტურნირში. ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი შავდათუაშვილი შვედ კრისტოფერ მაკიასს დაეჭიდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი მეტოქედ ყაზახ ჟანსაი სმაგულოვსა და რუმინელ მარცელ ცერჩეას შორის უმჯობესი ეყოლება.

ფრიდონ გიგანი თავიდან ჩეხ იაკუბ იეცმინეკს
ხვდება, ხოლო თუ მოუგებს, რუსი დენის იარცევისა და პორტუგალიელი ჟორჟე ფერნანდესის დუეტიდან ერთ-ერთს გაეჯიბრება.

81 კგ
თავის პირველ ტურნირს ატარებს ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი, ვინც თავიდან სერბ სტეფან მაჟდოვს დაეჭიდება, ხოლო წარმატების შემთხვევაში უნგრელ ატილა უნგვარის შეხვდება.

ამბაკო ავალიანის პირველი მეტოქე მოლდოველი ნიკონ ზაბოროსციუცია, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში სერბი მსოფლიოს ფინალისტი სრდჟან მრვალჯევიჩი ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 24 თებერვალს, ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა.

- დიუსელდორფის გრან პრი. I დღე: ვაჟას ოქრო, ამირანის ვერცხლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
რომელი საათიდან იწყება ჭიდაობა?? დილიდან ველოდები
ilia
12:46 25-02-2017
0
ჩვენებმა პირველი შეხვედრები სუფთად მოიგეს.
მიშა
13:12 25-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული