დიუსელდორფის გრან პრი. II დღე: შავდათუაშვილმა ვერცხლი მოიპოვა

AutoSharing Option
25 თებერვალს, დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში შავდათუაშვილმა რუს დენის იარცევთან წააგო, რომელსაც შარშან 8 აგვისტოს, რიოს ოლიმპიადაზე აჯობა.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი შეჯიბრში პირველი წრიდან ჩაება. ლაშამ ჯერ შვედ კრისტოფერ მაკიას, ყაზახ ჟანსაი სმაგულოვსა და ბრაზილიელ მარსელო კონტინის მოუგო, 1/2-ფინალში კი ებრაელ ტოჰარ ბუტბულს სძლია.

დღეს სულ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. სანუგეშო ტურნირში დამარცხდა ამბაკო ავალიანი (-81), რომელიც პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძეს ვერ გაუმკლავდა. ბრძოლას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ
ფრიდონ გიგანი
(-73) და ნუგზარ ტატალაშვილი (-81).

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ტურნირზე მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალია. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა.

- დიუსელდორფის გრან პრი. I დღე: ვაჟას ოქრო, ამირანის ვერცხლი [VIDEO]

დიუსელდორფის გრან პრი კვირას, 26 თებერვალს დასრულდება, მედლები ვაჟთა შორის 90, 100 კგ–მდე და მძიმე წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე –90), ლაშა ტაველური (–100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლაშა შავდათუაშვილს ძალიან ვუფასებ, იმას , რომ მიუხედავად ოლიმპიური ოქროს მედლის, ის მაინც აგრძელებს წარმატებისტვის საჭირო ვარჯიშს და კიდევ იგებს მედლებს, ნეტა ეგეთი ხასიათი ყველა ქარტველ სპორტსმენს ჰქონდეს
ლაშა19
02:43 26-02-2017
0
კაციაშვილს რატომ ბლოკავთ
arsena
09:21 26-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული