ბაქოს გრან სლემი. II დღე: შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო

AutoSharing Option
11 მარტს, ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა გამოსვლა უმედლოდ დაასრულა.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის ლაშა შავდათუაშვილმა იბრძოლა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელ რუსტამ ორუჯოვთან დამატებით დროში, ვაზარით წააგო. იქამდე ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ნახევარფინალში მონღოლ ოდბაიარ განბაათართან დამარცხდა.

ამავე წონაში მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგო ომარ ნიაზაშვილმა.

81-ში გიორგი პაპუნაშვილი რეპეშაჟში დამარცხდა, თამაზ კირაკოზაშვილმა კი სტარტზევე წააგო.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს ტურნირის პირველ დღეს, 10 მარტს, ბრინჯაო 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა გიუნაშვილმა მოიპოვა.

ტურნირი 12 მარტს დასრულდება,
მედლები კი დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნოდარ ბერიანი და უშანგი მარგიანი იჭიდავებენ, 100-ში - დავით ოზბეთელაშვილი, მძიმე წონაში კი გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული