თბილისის გრან პრისთვის საქართველოს ნაკრები ამირან პაპინაშვილმა გააძლიერა

AutoSharing Option
თბილისის გრან პრიზე, რომელიც ოლიმპიურ სასახლეში 31 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებში ერთი სასიამოვნო ცვლილებაა - 60 კილოგრამში შემადგენლობას დაემატა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ამირან პაპინაშვილი, რაც ტურნირის პრესტიჟისთვის ძალიან კარგია.

- თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა

სამწუხაროდ, ლიდერთა უმეტესობა ისედაც დაგვაკლდება და ირაკლი ცირეკიძეს, ძირითადად, ახალგაზრდული გუნდით მოუწევს ფონს გასვლა. ამის მიზეზი ნაწილობრივ არახელსაყრელი კალენდარია - ევროპის ჩემპიონატი 20-იოდე დღეში ტარდება და ახლა ყველა იმ სტარტისთვის ემზადება, ნაწილობრივ კი - ტრავმებია, რადგან გუნდის
რამდენიმე ლიდერმა ეს-ესაა მოიშუშა დაზიანებები, მაგრამ ჯერ არ არიან ფორმაში, ზოგი კი ჯერაც მკურნალობს.

ასეთ დროს კი ეგზომ ტიტულოვანი ფალავნის დამატება ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია. თან პაპინაშვილს თვითონ მოუთხოვია ჭიდაობა, რაც ასევე აღსანიშნავია - მიგვაჩნია, რომ ამით საკუთარ ქომაგს სცა პატივი.

პაპინაშვილი შემადგენლობაში ლაშა ჩადუნელის ნაცვლად მოხვდა, ჩადუნელს კი თურქეთში აჭიდავებენ "დიდ პრიზზე".

ქალებში ისევ ადრევე გაცხადებული ოქტეტი გვეყოლება, რასაც ქვემოთ იხილავთ. აქ კი გეტყვით, რომ თბილისში ვერ იჭიდავებს ორი საყურადღებო მონაწილე - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი (70), ვინც მშობლიურ ჰოლანდიაშია და ჯერ ისვენებს, და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი (52). შეგახსენებთ, რომ მან აპენდიციტის ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

საქართველოს ნაკრები
ვაჟები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი ბროლაშვილი, რობინზონ ბეგლარაშვილი.
66 კგ. თორნიკე თათარაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი, შალვა გაზაშვილი.
73 კგ. ომარ ნიაზაშვილი, ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური, ტატო გრიგალაშვილი.
81 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი, გიორგი პაპუნაშვილი, კობა მჭედლიშვილი.
90 კგ. ნოდარ ბერიანი, არჩილ გოგოლაშვილი, უშანგი მარგიანი, ნიკა სიდამონიძე.
100 კგ. ლაშა ტაველური, ალექსანდრე ზაალიშვილი, ონისე სანებლიძე, იასონ ნემსაძე.
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ონისე ბუღაძე, გუგა კიბორძალიძე.

ქალები
48 კგ. ოლგა ალადოშვილი
57 კგ. მარიამ ჯანაშვილი, სალომე აბაშიძე, მარიამ ციხელაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი
70 კგ. ნინო ოძელაშვილი, თეონა სუხიტაშვილი
+78 კგ. ელენე ქებაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული