თბილისის გრან პრი: დღეს 13 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

AutoSharing Option
დღეს ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოისტთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი თბილისის გრან პრი იწყება.

- თბილისის გრან პრი. I ტატამი [LIVE]
- თბილისის გრან პრი. II ტატამი [LIVE]

ტურნირის პირველ დღეს ვაჟებში 60-66-ის, ხოლო ქალებში 48-52-57 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ.

საქართველოს ნაკრებიდან შემდეგი ძიუდოისტები გამოვლენ:

ვაჟები
60 კგ
ლუხუმ ჩხვიმიანი
ამირან პაპინაშვილი
რობინზონ ბეგლარაშვილი
გიორგი ბროლაშვილი

66 კგ
ლაშა გიუნაშვილი
თორნიკე ნაგლიაშვილი
თორნიკე თათარაშვილი
შალვა გაზაშვილი

ქალები
48 კგ
ოლღა ალადოშვილი

57 კგ
მარიამ ციხელაშვილი
ეთერ ლიპარტელიანი
მარიამ ჯანაშვილი
სალომე აბაშიძე

- თბილისის
გრან პრი: ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია


შეჯიბრებაზე დასწრება უფასოა. თბილისის გრან პრის საპრიზო ფონდი, რომელიც წლეულს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, 100 000 დოლარია.

გრან პრის გამარჯვებული ძიუდოისტები 700 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ, ფულადი პრემიის სახით კი ადგილები, შესაბამისად, 3000, 2000 და 1000 დოლარს მიიღებენ.

თბილისის გრან პრი 2017-ის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მე-2 არხზე გადაიცემა.

განრიგი
31 მარტი
ვაჟები -60 -66
ქალები -48 -52 -57

11:00 - დასაწყისი
16:30 - გახსნის ოფიციალური ცერემონია
17:00 - ფინალური ბლოკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული