ლაშა გუჯეჯიანმა ნევისპირა ქალაქში 32 შეგირდი იახლა, ანუ საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი. მწვრთნელმა ეს წესი მხოლოდ 81 კილოგრამში დაარღვია, სადაც ვიცე-ჩემპიონი და ერთი ბრინჯაოს მედალოსანი არ წაიყვანა. ამასთან, ქვეყნის პრიზიორებს რამდენიმე უმედლოდ დარჩენილიც დაამატა.
პეტერბურგში ჩვენგან ძალიან საინტერესო გუნდი იჭიდავებს: რობინზონ ბეგლარაშვილი (60), ბაგრატ ნინიაშვილი (66), თბილისის ტურნირის აღმოჩენა ტატო გრიგალაშვილი (73) და შალვა გაზაშვილი (66), ვინც თბილისში ურიგოდ არ იჭიდავა; ლევან
ამ ბიჭებზე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკში ძალიან დიდი ავანსები გაიცემოდა და ვნახოთ, რამდენად გაამართლებენ იმედებს. მეორე მხრივ, გუნდში სხვებიც ბლომად არიან პერსპექტიული ბიჭები, რომლებიც უცილობლად ეცდებიან შანსის გამოყენებას, ეს ყველაფერი კი გუჯეჯიანს ძალიან დაეხმარება საბოლოო არჩევანის გაკეთებაში.
პირველ დღეს 55, 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, ხოლო დანარჩენები მეორე დღეს იასპარეზებენ.
ახალგაზრდული ნაკრები
55 კგ. ჯაბა პაპინაშვილი, დავით ფილფანი, ივანე ნინიაშვილი, ნიკა ალხაზაშვილი.
60 კგ. რობინზონ ბეგლარაშვილი, თემურ ნოზაძე, ავთანდილ კუტალაძე, ლაშა ნადირაძე.
66 კგ. ბაგრატ ნინიაშვილი, ივერი წასიძე, ნიკო ჭიკაიძე, გუგა გოგიტიძე, შალვა გაზაშვილი, ლევან გუგავა.
73 კგ. ტატო გრიგალაშვილი, გიგა გიგაური, შოთა ბესიაშვილი, დიმიტრი ბზიშვილი.
81 კგ. გოგა ქევხიშვილი, ლუკა მაისურაძე.
90 კგ. გიორგი გველესიანი, იმედა გოგოლაძე, ილია ბათურიშვილი, ნიკა სიდამონიძე.
100 კგ. ზაურ კენჭაძე, დავით რამააშვილი, ჯაბა ქარელიშვილი, ნიკა დონღვანი.
+100 კგ. გელა ზაალიშვილი, დავით რაზმაძე, ნიკოლოზ სისვაძე, ამირან წიქორიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"