საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა. თუმცა საქართველოს ნაკრებს გუნდის ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი დააკლდება.
19 აპრილს ოფიციალური კენჭისყრა გაიმართება, ჩემპიონატი კი სტარტს 20 აპრილიდან აიღებს.
20 აპრილს ტურნირს მამაკაცთა შორის -60, -66, -48, -52 და ქალთა შორის -58 კგ წონით კატეგორიებში მონაწილე ძიუდოისტები გახსნიან, 21 აპრილს შეჯიბრში -73, -81, -63 და -70 კგ წონით კატეგორიაში
ევროპის ჩემპიონატზე წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, გარდა 22 აპრილისა, მესამე საშეჯიბრო დღე 14:00 საათიდან აიღებს სტარტს. ფინალური ბლოკი კი ოთხივე საშეჯიბრო დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტრანსლირებას საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი განახორციელებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ვაჟები
-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი,
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი,
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი,
-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი,
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი,
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი,
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.
ქალები
-48კგ - ოლღა ალადოშვილი,
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი,
+78კგ - ელენე ქებაძე.
გუნდურ შეჯიბრში ვაჟთა ნაკრებს კიდევ 4 ძიუდოისტი დაემატება:
-66კგ - ლაშა გიუნაშვილი
-73კგ - ფრიდონ გიგანი
-81კგ - ამბაკო ავალიანი
-90კგ - უშანგი მარგიანი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური