ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაწყებული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

20 აპრილს ასპარეზობაში ხუთი ქართველი ძიუდოისტი ჩაება. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი.

სამწუხაროდ, მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგო ვაჟა მარგველაშვილმა (-66). ასევე ნაადრევად გამოეთიშნენ მედლებისთვის ბრძოლას ქალთა შეჯიბრების მონაწილეები: ოლგა ალადოშვილი (-48) და ეთერ ლიპარტელიანი (57).

სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა - რობერტ მშვიდობაძემ (-60) და გიორგი ზანთარაიამ (-66), რომლებმაც ოქრო, შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას
მოუტანეს.

ხვალ, 21 აპრილს, ვარშავაში ვაჟებიდან 73 და 81-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, ქალებში კი - 63 და 70-ის.

იხილეთ ჩემპიონატის განრიგი, ქართველი ძიუდოისტების წილისყრა და მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 13 /
ფიზიკაში მოვუმატეთო არა?
სოსო
20 აპრილი 2017 21:31
0
ორივე წონაში ქართველი გახდა შემპიონი... ერთი უკრაინელი და მეორე რუსი ქართველი... რატო წავიდნენ საქართველოდან არ გაინტერესებთ?
სირცხვილი
20 აპრილი 2017 20:37
0
ვერ გავიგე რა გააკეთეს. რა კარგად დაიწყო ყველამ და რით დაამთავრეს
kejo
20 აპრილი 2017 19:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული