ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ზებედა რეხვიაშვილი 1/2-ფინალშია!

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს, 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გავიდა ზებედა რეხვიაშვილი, რომელიც ფინალის საგზურისთვის გერმანელ დომინიკ რესელს დაუპირისპირდება.

მანამდე რეხვიაშვილმა რუმინელ ვლად ვისანს (იპონით), უნგრელ ატილა უნგვარსა (ვაზარით) და რუს ასლან ლაპინაგოვს (ვაზარი) სძლია.

დღესვე ვარშავაში წარუმატებლად იასპარეზა ლაშა შავდათუაშვილმა (-73), რომელმაც მხოლოდ სასტარტო ორთაბრძოლა მოიგო, შემდეგ კი ავსტრიელ ლუკას რეიტერთან წააგო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 სთ-დან დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს,  ლაივ-სთრიმით მისი ხილვა კი ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის
პირველ დღეს ხუთმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარუმატებლად.

- ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნეტავი მოცლილები არ ისხდეთ და ბოდიალობდეთ.ან შავისგან რა გინდათ საცოდავები ხართ უბრალოდ სულით ბოროტებიიიიი
nikanika
24 აპრილი 2017 00:42
0
ეხხ... ზებედა!
aburjga
21 აპრილი 2017 18:58
0
თუ სახელის და ძველი დიდების გულისთვის დაყავთ შავდათუაშვილი ტურნირებზე აგერ ცოცხალი ლეგენდა გვყავს ლევან თედიაშვილი და ის უფრო იმსახურებს წარსულის გამო ვიზიტ ტურებს
lado
21 აპრილი 2017 18:06
0
მიდი ზებედა, მაგარი ხარ!
aburjga
21 აპრილი 2017 17:55
0
ჩემი აზრით, ზებედას ყველაზე მრავალფეროვანი არსენალი აქვს ილეთების. ძალიან ეფექტურად ჭიდაობს და წარმატებები მას!
ირაკლი
21 აპრილი 2017 17:55
0
ესაა ძმაო ჩვენი უბედურება, მოიგებენ ახალგაზრდობაში ტიტულს და ვსიო კამაყოფილდებიან ამით, შავდათუაშვილს რა ისეთი ასაკი აქ 26 თუ 27 წელი, თუ ტრამვა ხელს არ შეგიშლის რატო არ უნდა გაქაჩოს 32 წლამდე მაინც..
პეტრე კუპრი-s
21 აპრილი 2017 17:50
0
და შავდათუაშვილზე უკეთესი ვინ გვყავს 73-ში ეგეც გვითხარი ბარემ. ვინ დადებს უკეთეს შედეგს? ან 100 კილოში ლიპო რომ არ იყოს, წყალწაღებულია ეს წონა, იოტისოდენა შანსი არ გვაქვს ამ წონაში, მედალს ვინ ჩივის, საერთოდ ლიცენზიას ვერ ავიღებთ და ამბობ რომ ლიპარტელიანი სახლში გავუშვათ?
fraternity
21 აპრილი 2017 17:29
0
მგონი დროა, ბიჭებს, ლაშა შავდათუაშვილს, ჭრიკიშვილს, ლიპარტელიანს, ადამ ოქრუაშვილს მხურვალე მადლობა გადავუხადოთ და დავასვენოთ... ამოწურეს თავიანთი თავი, გზა ახლებს უნდა დაეთმოთ!
პეტრე კუპრი
21 აპრილი 2017 17:00
0
მეორე ბრძოლაც იპონით მოიგო ზებედამ, მტკივნეული ილეთით.
zebeda
21 აპრილი 2017 16:45
0
მე მგონი ბიჭები ობსტრუქციას უწყობენ ცირეკიძეს ავთოს გამო. რეხვიაშვილი ცირეკიძის დაწინაურებულია და ვალდებულია, რომ იჭიდაოს. ხვალაც თუ მსგავსი შედეგები აჩვენეს, დავრწმუნდები, რომ ნანდვილად ასეა.
კეთილი სამარიტელი
21 აპრილი 2017 16:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული