ევროპის ჩემპიონატი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ

AutoSharing Option
21 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა გამოსვლა, პირველი დღის მსგასად, უმედლოდ დაასრულეს.

ბრინჯაოს დაუფლების შანსი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილს ჰქონდა, თუმცა ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან წამებში წააგო.

რეხვიაშვილმა ჩემპიონატზე თავდაპირველად რუმინელ ვლად ვისანს, შემდეგ უნგრელ ატილა უნგვარსა და რუს ასლან ლაპინაგოვს სძლია, ნახევარფინალში კი გერმანელ დომინიკ რესელთან შეხვედრა დამატებით დროში დათმო.

ვარშავაში ასევე წარუმატებლად იასპარეზა ლაშა შავდათუაშვილმა (-73), რომელმაც მხოლოდ სასტარტო ორთაბრძოლა მოიგო, შემდეგ კი ავსტრიელ ლუკას რეიტერთან წააგო.

შეგახსენებთ,
რომ ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების ხუთმა ძიუდოისტმა იჭიდავა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ წარუმატებლად. სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა - რობერტ მშვიდობაძემ (-60) და გიორგი ზანთარაიამ (-66), რომლებმაც ოქროს მედლები, შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას მოუტანეს.

- ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე

შაბათს, 22 აპრილს, ვარშავაში ტატამი ვაჟთა დარჩენილი სამი წონის - 90, 100 და +100-ის ფალავნებს, ხოლო ქალებიდან დარჩენილი ორი წონის - 78 და +78-ის წარმომადგენლებს დაეთმობათ. საქართველოს ნაკრებიდან ვაჟთა ტურნირში ოთხი, ხოლო ქალებში ერთი ძიუდოისტი იასპარეზებს.

იხილეთ ჩემპიონატის განრიგი, ქართველი ძიუდოისტების წილისყრა და მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვბაქიბუქობდით,რომ ევროპაში მხოლოდ რუსები,აზერები და ფრანგები იყვნენ ჩვენი მეტოქეები..ზებედამ ჯერ შედარებით გამოცდილ გერმანელთან წააგო,შემდეგ ახალბედა ხორვატთან..ლაშამ სრულიად უცნობ ავსტრიელთან წააგო..მარგველამ ვიღაც სლოვაკთან..ჩხვიმიანმა ჯერ ბულგარელთან,შემდეგ ესპანელთან..პაპინაშვილზე აღარც ღირს დაწერა-მარადიულად ბრინჯაოსთვის მებრძოლი და როგორც წესი დამარცხებული მიუხედავად მეტოქის სიძლიერია..ასე თუ გაგრძელდა ბრინჯაოსთვის ბრძოლაც კი სანატრელი არ გაგვიხდეს მეშინია..
ალექს
20:17 21-04-2017
0
რა ხდება რასთან გვაქვს საქმე???
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული