როგორც ცირეკიძემ გვითხრა, ამ შემადგენლობიდან ჯერ ისევ აკვირდებიან ვალერი ლიპარტელიანს (100), მოასწრებს თუ ვერა ის თითის ტრავმის ბოლომდე მორჩენას. თუ ეს ვერ შეძლო, მაშინ მას სხვა მონაწილე ჩაანაცვლებს.
გუნდი ეკატერინბურგში არასრული შემადგენლობით იჭიდავებს - მონაწილე არ გვეყოლება 73 კილოგრამში. ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის გამოყვანას არც თავიდან
ნაკრებში ერთი ახალი კადრიცაა - გიორგი პარკატი 100 კილოგრამში, რომელიც ჩვენთვის სრულიად უცნობია. ის ეროვნებით ბერძენია, გორშია დაბადებული, თუმცა რუსეთში გაიზარდა. ძიუდოში ვარჯიშიც იქ დაიწყო და საერთაშორისო ტურნირებში გარკვეული წარმატებებიც აქვს. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოშიც სურს დაბრუნება. ამიტომ მასაც გამოსცდიან. მით უფრო, 100 კილოგრამში საკადრო პრობლემები გვაქვს.
ნაკრები ეკატერინბურგში წასვლამდე თბილისში ივარჯიშებს, იქიდან დაბრუნებული კი აზიურ ტურნეში გაემგზავრება მოსამზადებლად - ჯერ სამხრეთ კორეაში ივარჯიშებს, სადაც მათთან ერთად კორეელი კონსულტანტი ჯეონიც იქნება, მერე კი იაპონიაში გადავა. ამას ესპანურ კასტედეფელდსში მოჰყვება ერთობლივი კემპი, მერე - საერთაშორისო ტურნირი, ხოლო ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლამდე ორ შეკრებას გაივლიან საქართველოში.
საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ლაშა გიუნაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
81 კგ. თამაზ კირაკოზაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. უშანგი მარგიანი, ნიკა სიდამონიძე
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, გიორგი პარკატი
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე