დღეს, 20 მაისს, რუსეთს ქალაქ ეკატერინბურგში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან სლემზე ასპარეზობაში ოთხი ქართველი სპორტსმენი ჩაება, მათგან ერთადერთი მედალი - ვერცხლი
ამირან პაპინაშვილმა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დამარცხდა, მანამდე კი ნახევარფინალში მან ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს 26 წამში მოუგო.
ამავე წონითი კატეგორიის სანუგეშო ტურნირში წააგო და ბრინჯაოს მოპოვების შანსი დაკარგა
ლუხუმ ჩხვიმიანმა.
66 კგ-ში, რეპეშაჟში დამარცდა
ბაგრატ ნინიაშვილიც, ხოლო ამავე წონაში ჩვენი მეორე მონაწილე
ლაშა გიუნაშვილი ადრეულ სტადიაზევე გამოეთიშა ასპარეზობას.
ეკატერინბურგის გრან სლემზე მედლები
დარჩენილ წონებში 21 მაისს გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან რვა ძიუდოისტი იასპარეზებს:
თამაზ კირაკოზაშვილი და
ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 81 კგ),
უშანგი მარგიანი და
ნიკა სიდამონიძე (ორივე 90 კგ),
ვალერი ლიპარტელიანი და
გიორგი პარკატი (ორივე 100 კგ),
ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე (ორივე +100).