ლუჩილა ძაპა: ქართველი ვარ და ამით ვამაყობ! ეს ჩემი ოცნება იყო...

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ქალთა ნაკრებში მორიგი ნატურალიზებული უცხოელი, იტალიელი ლუჩილა ძაპა გამოჩნდა.

იტალიელს თავად გამოუთქვამს ჩვენს ნაკრებში გამოსვლის სურვილი, ქართულ მხარეს კი ჩვენი მწვრთნელის - ბესო მუმლაძის მეშვეობით დაუკავშირდა. ის 48 კილოგრამის ძიუდოისტია, თუმცა უკვე 52-ში გადასვლას ფიქრობს, რადგან წონა მოემატა.

ლუჩილა ძაპამ საკუთარ გადაწყვეტილებასა და ოცნებაზე Sportall.ge-სთან ისაუბრა.

უკვე ქართველი ვარ და ამით ვამაყობ!
"მოქალაქეობის მიღების პროცესი დასრულდა. საქართველოს მოქალაქეობა მივიღე და ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ვარ და ამით ვამაყობ!

მირჩია თუ არა ვინმემ საქართველოს სახელით გამოსვლა? არა, არავინ.
ეს ჩემი ოცნება იყო.

ძიუდო საქართველოში ძალიან განვითარებულია, ვაჟთა ნაკრები საუკეთესოა. ვიმედოვნებ, რომ მალე დიდი შრომის ხარჯზე ქალთა ნაკრებიც ასეთი ძლიერი იქნება.

მე მებრძოლი ვარ და დიდი გული მაქვს...
იტალიის ქალაქ რომში დავიბადე, ძიუდო კი ძალიან მიყვარს. ძიუდოისტი 12 წლის ასაკიდან ვარ. მამაჩემიც ძიუდოისტი იყო და ამისკენ მან მიბიძგა. პირველივე ვარჯიშის შემდეგ შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა.

მართალია, იტალია ფეხბურთითაა განთქმული და სპორტის ეს სახეობა იტალიელებს ძალიან უყვართ, მაგრამ მე ის ცოტა მეზიზღება. იტალიაში სპორტის სხვადასხვა სახეობაა და მე ძიუდო ავირჩიე, რადგან ის ვერასდროს მოგაწყენს.

14 წლის ასაკში უკვე დიდებში ვარჯიში ვისურვე. შემდეგ ტრავმა მივიღე, რომლის გამოც წელიწად-ნახევარი გამიცდა. 17 წლის ასაკში პირველი მედალიც მოვიპოვე. მაშინ ვირწმუნე საკუთარი თავის და კიდევ არაერთი მედალი მოვიგე.

18 წლის ვიყავი, როცა იტალიის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გავხდი და სწორედ ამ დროს გამომიძახეს იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც, თუმცა შანსი არ მომეცა.

შემდეგ კიდევ ორი ტრავმა იყო და შანსი კვლავ არ მეძლეოდა. ამიტომ ჩემთვის რთული გადაწყვეტილება მივიღე: სლოვენიაში გადავედი.

პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის მარტო ვიყავი. მწვრთნელი არასოდეს მყოლია და თუ რაიმესთვის მიმიღწევია, მხოლოდ ჩემი ენერგიით, შრომით და ოჯახის დახმარებით. არასდროს არავინ დამხმარებია და არც შანსი მოუციათ ჩემთვის.

ახლა მხოლოდ ერთ რამეზე, საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. ერთი წლის წინ ტრავმა მივიღე და მხოლოდ ორი თვის წინ განვაახლე ვარჯიში, მაგრამ მალე შევალ ფორმაში. შესაძლოა, დიდი წარმატებები არ მაქვს, მაგრამ დიდი გული მაქვს. მე მებრძოლი ვარ, ვიცი, რომ საქართველოში ძიუდო სპორტის პირველი სახეობაა და ამ ქვეყნისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

ქართველები გულიანები არიან
საქართველოში ცოტა ხანში ჩამოვალ და კერძებს სიამოვნებით გავსინჯავ. ქართულ სამზარეულოზე ბევრი მსმენია, ბევრი ფოტო მინახავს და დარწმუნებული ვარ, მართლაც გემრიელი იქნება.

მოქალაქეობის მიღებაში ძალიან დამეხმარა ბესო მუმლაძე. ის ჩემ მიმართ ძალიან კარგად განეწყო. მყავს კიდევ ერთი ქართველი მეგობარი, ქეთი. ქართველები გულიანი ხალხია.

დაბოლოს, მსურს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, რომელიც თავის გამოჩენის შანსს მაძლევს.

- ვინ არის მორიგი უცხოელი ძიუდოისტი საქართველოს ნაკრებში [PHOTO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი კონსტანტინეს სიტყვები გამახსენდა, ქალი ბუნებით სისხლის მოღალატეაო რომ ამბობს.
0
მწვრთნელი არასოდეს მყოლიაო.ნაკრებში ისე როგორ ვარჯიშობდა?ეს ტრავმებიც ალბათ მაგითია გამოწვეული.ჩვენი გოგოებისათვის კი კარგი იქნება,ერთმანეთთან სპარინგის საშუალება მიეცემათ.
სოსო
11:00 24-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული