ჭრიკიშვილის გარეშე - ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

AutoSharing Option
გამოცხადდა საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზებს.

ირაკლი ცირეკიძეს იქ წასაყვანი 8 კაცი ადრევე ჰყავდა შეგულებული, თუმცა მათ ვინაობას არ აცხადებდა, მინსკის ტურნირის შემდეგ კი მეცხრე მონაწილეც დაასახელა - უშანგი მარგიანი (90).

იმ ტურნირზე გადასაწყვეტი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს იყო - სამი კანდიდატიდან აერჩია უკეთესი, ამ არჩევანმა კი სახლში დატოვა ლაშა გიუნაშვილი (66) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (90).

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ.
ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ. ვალერი ლიპარტელიანი
+100 კგ. გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
მიუხედავად ჭრიკიშვილის ჩავარდნისა (დროებით იმედია) მაინც უნდა წაეყვანათ მსოფლიოზე, იქამდე კიდევ აღიდგენდა ფორმას. ავთოს მსოფლიო იცნობს და მასთან ყველა ვერ გადის მოსაგებად,მსოფლიო ჩემპიონია ბოლოსდაბოლოს და მისგან შედეგი ყოველთვის მოსალოდნელია. 9 კაციდან 4 ტურისტი გყავთ, ვინებიც პირველ წრესაც ვერ გაივლიან.თუ კიდევ არის დრო ჭრიკიშვილი ჩასვით სასტავში, მედალს მოიგებს უეჭველი.
ჯ ი ჯი
16:36 28-07-2017
0
აღარ ვარჯიშობს ეს კაცი როგორც საჭიროა სწორად გამიგეთ, არ ვარჯიშობს.. დააკვირდით მის მოძრაობებს, შენელებული კადრივითაა, მომზადება აკლია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული