ახალგაზრდა ძიუდოისტებმა უნგრეთი დაიპყრეს - 4 ოქრო, 1 ბრინჯაო, 2 ვერცხლი

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.

უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ფესტივალზე ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები 12 სპორტსმენით წარდგა და მათმა უმეტესობამ მედალი მოიპოვა.

27 ივლისს გიორგი ჩიხელაძის (-66 კგ, ოქრო), მარიამ ჭანტურიას (-63, ოქრო), ბექა წიფიანისა (-55კგ, ვერცხლი) და  ვლადიმერ ახალკაცის (-81, ბრინჯაო) მიერ მოგებულ მედლებს დღეს მიხეილ ბექაურმა (-90, ოქრო), ლევან ჭელიძემ (+90, ბრინჯაო) და სოფიო სომხიშვილმა  (+70 ოქრო) თავისი წილი ჯილდოები შემატეს.

საბოლოოდ, 4 ოქროთი, 1 ვერცხლითა და 2 ბრინჯაოთი, საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ხვალ, 29 ივლისს, გუნდური შეჯიბრი გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნიჩბოსანს აქვს შანსი
ფოთი
15:01 29-07-2017
0
სოფიო სომხიშვილი ბევრ სიხარულს მოგგვრის ქართველ გულშემატკივრებს, ის უკვე საიმედო სპორცმენია, ვისგანაც სულ გამარჯვებას ველით. გია თენაძეს მეტი ყურადღება და დაფასება სჭირდება სამინისტროსაგან, მან ხო შეუძლებელი შეძლო, ქალთა ძიუდო გვაჩუქა.
ჯ ი ჯ ი
21:08 28-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული