მომჯობინდება თუ არა ბექაური ოლიმპიადამდე?! - ახალი გამოკვლევების შედეგები

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ლაშა ბექაურის (-90 კგ) ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო ინფორმაციით, დამაიმედებელია და მან ოლიმპიადამდე მომჯობინება უნდა მოასწროს.

ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის განცხადებით, ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ის მალე ინდივიდუალურ მზადებას რეაბილიტაციასთან ერთად დაიწყებს.

სამედიცინო გუნდი მაქსიმუმს აკეთებს, რათა ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

შეგახსენებთ, ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური ასპარეზობის დროს დაშავდა. 20 წლის სპორტსმენი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ შემადგენლობაში დასახელებულია. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა სტარტს 23 ივლისს აიღებს. 

წყარო:
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

altნაკრების ექიმი ძიუდოისტ ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

alt"ყველაფერს გავაკეთებთ, ბექაური ოლიმპადისთვის მზად იყოს!" - ნაკრების ექიმი

altმარცხი ცხრა წამში და ბექაურის ტრავმა - ძიუდოისტებმა გუნდურში ვერ ივარგეს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული