მარცხი ცხრა წამში და ბექაურის ტრავმა - ძიუდოისტებმა გუნდურში ვერ ივარგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს გუნდური ასპარეზობა შედგა, რომელიც კაცთა და ქალთა შერეული გუნდებით იმართება. საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა მედლების გარეშე დაასრულა.

პირველ მეტოქე, კუბის ნაკრებს 4-1 ვძლიეთ, მეოთხედფინალში კი საფრანგეთის ნაკრებთან დასანანად დავმარცხდით. ლაშა ბექაურმა, რომელიც +90 კგ-ში ჭიდაობდა, ტრავმა მიიღო და დამარცხდა. იმედია, ის მალე მომჯობინდება, რადგან ოლიმპიადაზე გამგზავრების კანდიდატია.

ფრანგებთან ეთერ ლიპარტელიანი მშვენიერი იყო, თავისი შეხვედრები მოიგეს ნუგზარ ტატალაშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა. ფრის (3:3) შემდეგ, კენჭისყრით გადაწყდა, რომ ერთამენთს 90 კგ წონით კატეგორიის მონაწილეები უნდა
დაპირისპირებოდნენ. ავთანდილ ჭრიკიშვილი კი მეტოქესთან, რომელთანაც რამდენიმე წუთის წინ იპონით იმარჯვა, მხოლოდ 9 წამში დამარცხდა, რადგანაც შეხვედრა ოქროს ქულამდე გრძელდებოდა.

რეპეშაჟში საქართველოს ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდა და საკმაოდ დიდი სხვაობით (1:4) დამარცხდა. ასე რომ , ინდივიდუალურ შეჯიბრებაში წარმატების შემდეგ, გუნდური პირველობა წარუმატებელი გამოდგა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ლაშას თუ აჭიდავებდნენ - ინდივიდუალში გაეშვათ (?!) და ზაალიშვილი ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ - რატომ ეძონება ხოლმე ტატამზე (?!), ასე ნებისმიერი სწრაფი მძიმე წონოსანი მოუგებს ... რატომ აღარ იზრდება ეს ბიჭი (?!)
გლახუნა
11:14 14-06-2021
0
საბედნიეროდ სერიოზული არაფერია, არც მოტეხილობაა არც ამოვარდნიობა, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ოლიმპიადაზე უკეესი შედეგით, წარმატებები ბიჭებო
Nick
01:46 14-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული