ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა

AutoSharing Option
29 აპრილიდან 1-ელ მაისამდე ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას 11 ქართველი ძიუდოისტიც მიიღებს - კაცებში - 9 და ქალებში 2 წარმომადგენელი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეროვნულ ნაკრებს ვარლამ ლიპარტელიანი დაუბრუნდა - კაპიტანმა წასვლის შესახებ განცხადება 2020 წლის ოლიმპპიადის შემდეგ გააკეთა.

ლაშა გუჯეჯიანი ევროპირველობაზე შემდეგ სპორტსმენებს დაეყრდნობა:

კაცები:

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი;

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი;

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი;

-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი;

-90 კგ: ლუკა მაისურაძე;

-
100 კგ:
ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე;

+ 100 კგ:
გურამ თუშიშვილი

ქალები:


-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი;

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

33 წლის ლიპარტელიანი ევროპის 3-გზის ჩემპიონია, 6-ჯერ კი ვიცე-ჩემპიონიც გახდა. ვარლამს ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული.

წყარო: ijf

altთუშიშვილის ოქრო, მაისურაძის ვერცხლი და საქართველოს ნაკრების პირველი ადგილი ანტალიის გრანდ სლემზე [VIDEO]

altგიორგი ტერაშვილმა ანტალიის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]

altვერცხლის მედალი ანტალიიდან - ჩხვიმიანი ფინალში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
კეთილი იყო შენი დაბრუნება,ვარლამ!ძალიან მიხარია!შენთან ერთად,კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით.
სოსო
10:51 08-04-2022
6
ტერაშვილი რატო არ წაიყვანეს?.. ბიჭმა ტრიმფით მოიგო ანტალიის გრან-პრი...
ქალთა ძიუდოს მეტი ყურადღება, თუ საჭიროა გავაკეთოთ ნატურალიზება, რატო ვისპობთ გუნდურში მონაწილეობის შანსს???
Irakli Apkhaidze
10:45 08-04-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული