-90 კგ
ლუკა მაისურაძე ფინალშია. მან პირველ შეხვედრაში ესტონელ კლეფ კრისტოფერ კალჯულაიდს აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. შემდეგი მოწინააღმდეგე სლოვაკი პეტერ ძილკა იყო. დაძაბუბული ორთაბრძოლა, სადაც მეტოქეებს 2-2 გაფრთხილება ჰქონდათ, ქართველი ძიუდოისტის გამარჯვებითა და მეოთხედფინალის საგზურით დასრულდა.
ლუკა ფიზიკურად ცუდად არ გამოიყურება, მეოთხედფინალში რუმინელ კერტს ვაზარით აჯობა, ფინალისთვის ბრძოლაში კი უნგრელი კრისტიან ტოტი ერთ წუთზე ნაკლებ დროში "დააიპონა".
გადამწყვეტ შეხვედრაში ლუკას მეტოქე სერბი ბრანკო დრასნოვიჩი იქნება.
-100 კგ
ვარლამ ლიპარტელიანი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და პირველივე მოწინააღმდეგე, გერმანელი რიხარდ ფრეის წინააღმდეგ ძველებური "ანაკონდა" ვიხილეთ.
ვარლამმა მეტოქე ჯერ ვაზარზე მშვენივრად ჩაატრიალა, შემდეგ კი პარტერში საფირმო მუშაობით გერმანელს შანსი არ დაუტოვა და მეტოქემ ბრძოლა შეწყვიტა.
მეოთხედფინალში ვარლამი შვეიცარიელ ეიხთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა
- ძირითადი დროის ბოლოს, თითქოს ქართველი ძიუდოისტი გააქტიურდა და მეტოქე გააფრთხილებინა, თუმცა შებოჭვა მაინც შვეიცარიელმა მოახერხა.
"ლიპო" რეპეშაჟში შერაზადიშვილს დაუპირისპირდა და 3 გაფრთხილებით დამარცხდა - ნიკო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ამავე წონაში, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ილია სულამანიძე, რომელსაც სერიოზული მეტოქე ჰყავდა - აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი, რომელმაც გამარჯვებას ავასატე - იპონით მიაღწია.
-100 წონის ერთ-ერთი ფავორიტი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, პორტუგალიელი ფონესკა პოლონელ კუჩერასთან იპონით დამარცხდა. პიოტრმა ეს არ იკმარა და ესპანეთის სახელით მოასპარეზე შერაზადიშვილსაც აჯობა.
+100 კგ
გურამ თუშიშვილმაც გამარჯვებით დაიწყო - გერმანელი ლოსსენ კონე დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ნახევარფინალში გამსვლელ შეხვედრაში "თუშიმ" ნიდერლანდელი როი მეიერი იპონით ჩამოიცილა.
"თუში" ნახევარფინალში ასევე ნიდერლანდელ იურ სპაიკერთან დასანანად, იპონით დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაოსთვის უკრაინელი იაკივ ხამოს წინააღმდეგ იბრძოლებს.
მარცხი პირველივე შეხვედრაში
პირველი ორთაბრძოლა დათმო სოფიო სომხიშვილმა (-78) - ნიდერლანდელ მარიტ კამპთან შიდოებით დამარცხდა.
ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, ლაშა გუჯეჯიანის გუნდის ანგარიშზე ტატო გრიგალაშვილის (-81) ოქროსა და ეთერ ლიპარტელინის (-57) ბრინჯაოს მედლებია.
გრიგალაშვილის ბრწყინვალე რევანში და ოქროს მედალი ევროპირველობაზე [VIDEO]
გამარჯვება იპონით - ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]