ქართული ფინალი არ შედგება - ბექაური და მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე, ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე იტალიელ კრისტიან პარლატისთან ბოლო წამზე იპონით დამარცხდა, ლაშა კი უზბეკ დავლათ ბობონოვთან აკრძალული ილეთის გამო, მსაჯის გადაწყვეტილებით, დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძე კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს დაუპირისპირდება, ლაშა ბექაური კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
უაზრო გადაწყვეტილება (ალბათ უზბეკური მასპინძლობის ხათრით მიზანმიმართული) გადაწყვეტილება იყო, ვერავინ ვერ გაიგო რელურად რატო მოხსნენს.
Irakli Apkhaidze
15:52 10-10-2022
2
ბექაურს არ აცალეს ჭიდაობა! აშკარად ჩანდა, რომ ილეთის გაკეთების დროს შუბლი დადო ტატამზე და მერე გადაატრიალა! წინა მათ შეხვედრაში ოლიმპიადაზე ბობონოვი მოხსნეს მასე და ვალი დაუბრუნა მსოფლიოზე!
მწვრთვნელი
14:35 10-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული