ახალგაზრდა ძიუდოისტები გორში ემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი შეკრების დასკვნით ეტაპს 31 აგვისტოდან გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში გადის.

გია გუგავას შეგირდებს საკონტროლო შეხვედრებიც ჰქონდათ, რომელსაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე, ვიცე-პრეზიდენტი შოთა ხაბარელი და გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრები ტატამზე, გუგავასთან ერთად მწვრთელების გურამ მოდებაძისა და ნიკო ბიბილაშვილის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. საგულისხმოა, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დასკვნითი ეტაპი წლეულს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმაც ამ დარბაზში გაიარა და შეჯიბრებებზეც წარმატებით იასპარეზა.

გუგავაც გორში რიგიანმა სავარჯიშო პირობებმა და კარგი
სპარინგ პარტნიორების სიმრავლემ მიიზიდა. "ნაკრების ერთ მოჭიდავეზე წონაში აქ ათამდე სპარინგ პარტნიორი მოდის და ეს, ბუნებრივია, ძალიან კარგია.

დილით ფიზიკური ვარჯიშები, შემდეგ ტატამი, საღამოს კი სპორტსმენებს ფეხბურთის თამაშითაც განვტვირთავთ ხოლმე - ასეთია დღის განრიგი. კარგია, რომ ტრავმა არავის აწუხებს. ფიზიკური მომზადების საფუძვლიანი შეკრება ბაკურიანშიც გავიარეთ და გუნდში საბრძოლო განწყობაა. ევროპაზე სამივე სინჯის მედლების მოპოვებას ვვარუდობთ" - გვითხრა გუგავამ.

ნაკრების დაზუსტებული შემადგენლობა კი ასეთია:
55 კგ - გიორგი მესაბლიშვილი, ლერი ჭელიძე;
60 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი კაცია;
66 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ოთარ არჩუაძე,
73 კგ - ფრიდონ გიგანი, მიხეილ ჩოხელი;
81 კგ - შალვა ნინიძე, ბექა რატიანი;
90 კგ - გიორგი მერმანიშვილი, გიორგი ქავთარაძე;
100 კგ - ელგუჯა ბიბილაშვილი, გიორგი ცნობილაძე;
+ 100 კგ - უშანგი კოკაური, ლევან მატიაშვილი.

მწვრთნელმა გუნდში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ყველა გამარჯვებული შეიყვანა. ამასთან, არც სხვა მნიშვნელოვან ტურნირებში თავგამოჩენილები დაუტოვებია უყურადღებოდ. ნაკრები გორში შეკრებას ხვალ, 12 სექტემბერს დაასრულებს. ევროპის ჩემპიონატზე ბელგის ქალაქ ლომელში კი ორი დღის შემდეგ გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული